კვარაცხელიას ბრწყინვალე საგოლე პასი "სპარტაკის" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის განახლებული სეზონის პირველივე მატჩში ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გააკეთა და სერბ ფორვარდ ჯორჯე დესპოტოვიჩს მოსკოვის "სპარტაკის" კარში გაატანინა.

გარდა საგოლე გადაცემისა, ხვიჩამ პირველ ტაიმში სპარტაკელ ზობნინს ყვითელი ბარათი მიაღებინა, რომელიც ტაიმის მიწურულს მოედნიდან გააძევეს კიდეც. შემდეგ კი ბრწყინვალე დრიბლინგი კვლავ კარგი პასით დაასრულა, მაგრამ ამჯერად სერბმა ვერ ივარგა.

მატჩის 90-ე წუთზე ხვიჩამ ბურთი "სპარტაკის" საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ჩეხი კრალი ჩამოიშორა და დაარტყა: მოსკოველთა მეკარე მაქსიმენკომ მოიგერია, დესპოტოვიჩმა კი დამატებაზე დუბლი შეასრულა.

"რუბინმა" 2:0 მოიგო და 31 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
სასწაულებს აკეთებს ჩვენი ბიჭი...
ჯიმაა
17:38 28-02-2021
1
არც ვიცი რა დავწერო,როგორც იტყვიან no comennt
კახა ქ.
17:32 28-02-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული