"ყველა თამაშის მოსაგებად უნდა ვითამაშოთ" - ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინმა" (მეტწილად)  ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტიანი მოქმედებებითა და ჯორჯე დესპოტოვიჩის დუბლით მოსკოვის "სპარტაკს" გასვლაზე მოუგო, ხოლო "მატჩ ტვ-ს" ექსპერტმა, რუსეთის ნაკრების ყოფილმა შემტევმა ვლადიმირ ბისტროვმა "კვარა" შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

თამაშის შემდეგ ხვიჩამ ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა:

"ძალიან რთულ პირობებში მოგვიწია თამაში, არც მინდორი იყო საუცხოო პირობებში. მაგრამ მოვიგეთ, სახლში 3 ქულა მიგვაქვს და ბედნიერი ვარ.

კვინსი პრომესი მაღალი დონის ფეხბურთელია, მის წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ითამაშო და ასეც ვიქცეოდით.

ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებული, ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. მიმაჩნია, რომ ყველა დარჩენილი შეხვედრის
მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ.

გამიხარდა თამაშის საუკეთესო მოთამაშედ რომ დამასახელეს, თუმცა ჩემთვის დღეს საუკეთესო დესპოტოვიჩი იყო, ამიტომ თუ ამ პრიზს მთხოვს, უპრობლემოდ გადავცემ,"- თქვა ხვიჩამ.



მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან მაგარია ათრია მთელი სპარტაკი თავის პრომესე თი საუკეთესო გახდა თამაშის და სპარტაკის ქომაგმაც კი დააფასა შრომა როარ ეზარება ძალიან კარგია მარტო ნიჭით დღეს დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებ.
Zaza
17:32 28-02-2021
0
ძალიან მაგარი ბიჭია და იმედია შემდეგი სეზონიდან,რომელიმე ევროპულ ამბიციურ კლუბში გადავა,სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება.ისე ვიცი რომ რონალდოს გულშემატკივრობს,არადა მესის უფრო ჰგავს სათამაშო სტილითაცვდა ხასიათითაც, რონალდო არასოდეს არ იტყვის ჩემ პრიზს სხვას ფეხბურთელს გადავცემო,ამ საკითხში მესი ბევრად უფრო უბრალო ადამიანია,ისე როგორც ხვიჩა.ორივე სიამოვნებისთვის თამაშობენ ფეხბურთს.რონალდო უფრო მეტად წარმატებისთვის,რითაც მიაღწია კიდეც,რასაც მიაღწია.ვერ ვიტყვი რომ რომელიმე ხასიათი უკეთესია,ორივეს ძლიერი ადრენალინი მოაქვს,როგორც სიამოვნებით თამაშს,ასევე წარმატებას და თუ ეს ორივე ერთად გაქვს, ამაზე დიდი ნარკოტიკი და ორგაზმი არარსებობს დედამიწაზე.წარმატებები ხვიჩას
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული