"უიპეშტის" 23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატზე "პაკშისთან" მოგებულ (3:1) გასვლით მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა და გოლიც გაიტანა.
ბერიძემ ჩემპიონატის 16 მატჩში 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ამას გარდა, მის ანგარიშზე თასზეც ამდენივე გოლია.
მოკლედ, გიორგი კარგ სეზონს ატარებს და იმედია, ნაკრების ახალი ხელმძღვანელობა უყურადღებოდ არ დატოვებს, მით უმეტეს ჩვენი ეროვნული გუნდი სწრაფი შემტევების მწვავე დეფიციტს განიცდის.
რაც შეეხება "უიპეშტს", 23 ტურის შემდეგ 28 ქულით მე-8 ადგილზეა და 3 მარტს "ბუდაფოკის" უმასპინძლებს.