მეტოქეები ორჯერ შემოულაწუნებენ მას... - "რუბინის" დირექტორი ხვიჩას ტრანსფერზე საუბრობს?

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში "რუბინი" "სპარტაკს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ყაზანელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ბრწყინვალე საგოლე გადაცემა შეასრულა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გააკეთა.

"რუბინის" გენერალური დირექტორის თქმით, ხვიჩას თამაშის შემხედვარე შთაბეჭდილება გრჩება, რომ ის სხვა ლიგიდან არის, თუმცა, მისი აზრით, ის ჯერ კიდევ არ არის ტოპ-ლიგებისთვის მზად.

"ხვიჩა პრემიერლიგაში თამაშისთვის ნამდვილად არ არის მზად... რაც შეეხება სხვა ძლიერ ლიგებს, მაგალითად, იტალიასა და ესპანეთს, იქ,
შესაძლოა, ამ ეტაპზე მან თამაში შეძლოს.

რუსეთში სათამაშო დონე არ არის ისეთი მაღალი და აქ ადვილია, რომ რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუო.

ტოპ-ლიგებში ფეხბურთელები გაცილებით უკეთ არიან ფიზიკურად მომზადებულნი და მას ძალიან გაუჭირდება, მათ გასცდეს.

ასე რომ, ხვიჩას სჭირდება ფიზიკურად გაძლიერდეს და ადაპტაციისთვის დრო მიეცეს. ის მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წავიდეს ტოპ-ლიგაში.

ფიზიკურად ის არც ისეთი ძლიერია. მეტოქეები ორჯერ შემოულაწუნებენ მას და ეს საკმარისი იქნება, რომ ის მუდმივად ტრავმა ჰქონდეს", - ამბობს საიმანოვი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
პირადი ინტერესების გამო რაც უფრო Mეტ ხანს მით მეტი ფული ხალხი სტადიონზე Mის სანახავად დადის უფრო მეტი Kლუბი დაინტერესდება ფასიც Mოიმატებს რუსეთში თამაშობენ ძალისმიერ Uხეშ ფეხბურთს და Mანდ მეტია ტრამვის მიღების შანსი თუ აქვს შემოთავაზება თოპ ლიგებიდან ეხლავე უნდა გადავიდეს ზამთარი რუსული ტალახის ზელას ურჩევთ დაეთანხმნენ ესენი.
Kaxa
01 მარტი 2021 15:38
8
სანაკრებო თამაშებში გამოჩნდება ხვიჩას ამჟამინდელი დონე.იმას არ ვამბობ რომ მარტო გადაწყვეტს აუცილებლად თამაშის ბედს შვედეთთან და ესპანეთთან, მაგრამ კონკრეტულ ორთაბრძოლებში ვიზავისთან დაეტყობა რა დონეზეა ახლა
gio
01 მარტი 2021 15:21
0
ნაწილობრივ ვეთახმები დირექტორს პრემიერლ ლიგის და ლალიგის თამაშებს რომ ვუყურებ იქ ისე არიან მომზადებულები მცველები ფიზიკურად რომ მათან ორთაბრძოლებში შესვლა ახლა ცოტა გაუჭირდება იგივე სერია ა ში ძალიან ხისტი ორთაბრძოლებია მაგრამ გერმანიაში თუ გადავა მაგალითად დორტმუნდში ან ლევერკუზენში ახლა თავისუფლად ითამაშებს ბუნდესლიგაში ჩემი აზრით ხვიჩასთვის დორტმუნდი იდეალური კლუბია სადაც თავისუფლად შეძლებს თავის დამკვიდრებას მითუმეტეს რომ ზაფხულში დიდი ალბათბით ჰალანდი სანჩო და რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს დორტმუნდს და ახალ ფეხბურთელებს დაუწყებს ძებნას დორტმუნდი.
გელა
01 მარტი 2021 14:48
0
სპარტაკი ბათუმის ახალ სტადიონზე თამაშობდა?) მიდვრის საფარი მაგრა გავდა)))
გია
01 მარტი 2021 14:41
2
ჩემი აზრით აჩქარება არ ივარგებს თუ მოარხერხებს რუბინი წელს 4 ხეულში შესვლას და მოიპოვებს ევრო ტურნირების საგზურს რაც სავსებით შესაძლებელია უკეთესი იქნება თუ ხვიჩაც დარჩება რუბინში თუნდაც 21 წლამდე ამ გუნდში მას აქვს ყველა პირობა იმისთვის რომ მოუმატოს განვითარდეს და უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს კარგი მწვრთნელი რომელიც გვერდშ უდგას სულ ძირითადშია და გუნდის ლიდერია ახლა წასვლა დიდ გუნდში სადაც შეიძლება რომ სკამზე დასვან ნამდვილად არ იქნება სწორი ითამაშოს კიდევ ერთი სეზონი ითამაშოს ეს სანაკრებო თამაშები და მერე წავიდეს ნეიმარმა 3-4 წელიწადი ითამაშა სანტოსში და გუნდს მიათრევდა თითქმის ყველა ჩემპიონატი და ტიტულები მოიგოო სამხრეთ ამერიკაში და მერე 21 წლის გადავიდა ბარსელონაში როცა შეეძლო რომ 18 წლის რეალში წასულიყოო თავი შეიკვარაა და დარჩაა სანტოსში რაც მისთვის სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა წარმატებას ვუსურვებ ხვიჩას დარწმუნებული ვარ მომვალში გრანდში აღმოჩნდება მაგრამ აჩქარება არ ივარგებს.
ზაზა
01 მარტი 2021 14:34
0
ცოტა ხანი კიდე გაჩერდი ჩემთან, ძალიან გვჭირდებიო, ორი სიტყვით რომ გავმარტოთ
მეგრელი
01 მარტი 2021 14:05
5
ვეთანხმები დირექტორს
თენგო
01 მარტი 2021 13:54
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული