"გიორგი, ნუ იჩქარებ" - უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა გიორგი წიტაიშვილის მოქალაქეობის შეცვლაზე გააკეთა კომენტარი.

როგორც იცით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის ჩვენებურს საქართველოს ნაკრებში თამაში აქვს გადაწყვეტილი.

ამ ამბავს უკრაინული პრესა და საფეხბურთო წრეების წარმომადგენლები ძალიან ცუდად შეხვდნენ. მათ არც მარკევიჩი ჩამორჩა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"ეს ძალიან დელიკატური თემაა. უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთელისა და მისი ოჯახის პოზიცია უნდა გავითვალისწინოთ.

ყველა თავის მომავალს თავად განსჯის და თუ წიტაიშვილს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი მოქალაქეობის შეცვლა, მისი გადარწმუნება ძალიან რთული იქნება.

ჩემი აზრი და რჩევა ასეთია: გიორგიმ
არ უნდა იჩქაროს და თავის მომავალზე კარგად დაფიქრდეს. მან იჯარით ყოფნის პერიოდში უნდა დაამტკიცოს, რომ "დინამოში" თამაშის ღირსია, შემდეგ კი სანაკრებო მომავალი გადაწყვიტოს.

გიორგი ძალიან ამბიციური ბიჭია და ის უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

შესაძლოა, წიტაიშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებიდან უფრო მალე შეეძლება, რადგან "დინამომ" ის გაანათხოვრა.

ვფიქრობ, წიტაიშვილს თამაში გარანტირებული არც საქართველოს ნაკრებში არ აქვს და ნებისმიერ გუნდში მოხვედრას დამსახურება უნდა", - ამბობს მარკევიჩი.

მკითხველის კომენტარები / 26 /
გიორგი, ნათქვამია "ის სალდათი სალდათად არ ვარგა, რომელიც გენერლობაზე არ
ოცნებობსო", ამიტომ კარგია, რომ ნაკრებში თამაშზე ოცნებობ, მაგრამ მანამდე, როგორც ფეხბურთელი უნდა ჩამოყალიბდე. შენ ჯერ-ჯერობით კარგი მასალა ხარ, რომლისაგან ტოპ კლუბის ფეხბურთელიც შეიძლება გაიზარდოს და ჭიათურის მაღაროელის დონის ფეხბურთელიც, ამიტომ შენი დღევანდელი ამოცანა საქართველოს ნაკრებში თამაში კი არ უნდა იყოს, არამედ, კარგი ევროპული კლუბის მოთამაშის დონის მიღწევა და ევროპაში გადასვლა. უკრაინის ჩემპიონატი დონეა, სადაც შეგიძლია გაიზარდო და ევროპაში წახვიდე, იქიდან კი გინდა საქართველოს ნაკრებში ითამაშებ და გინდა უკრაინის ნაკრებში. ისე თუ ბევრს გა..... ებ უკრაინას ის შეუძლია დაგმართოს, რაც სპარტაკმა დამართა ჯანო ანანიძეს, რომ არც გაყიდა და არც ათამაშა და სათადარიგოთა სკამზე დააბერა. ამიტომ ნუ ჩქარობ, კარგად აწონ-დაწონე შენი მდგომარეობა და ისე მოიქეცი. ისე უნდა იცოდე, რომ საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელების პრობლემა აქვს და არა ნახევარმცველების.
ჟორა
11:29 02-03-2021
2
დიდ პატვს ვცემ უკრაინელებს, მაგრამ რაზე უნდა დაფიქრდეს, ქართველია თუ არა? ან როგორ წარმოუდგენიათ ამ გადაწყვეტილების შეცლა?!
მიკოლა, რა გჭირთ?
23:45 01-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული