"გიორგი, ნუ იჩქარებ" - უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა გიორგი წიტაიშვილის მოქალაქეობის შეცვლაზე გააკეთა კომენტარი.

როგორც იცით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის ჩვენებურს საქართველოს ნაკრებში თამაში აქვს გადაწყვეტილი.

ამ ამბავს უკრაინული პრესა და საფეხბურთო წრეების წარმომადგენლები ძალიან ცუდად შეხვდნენ. მათ არც მარკევიჩი ჩამორჩა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"ეს ძალიან დელიკატური თემაა. უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთელისა და მისი ოჯახის პოზიცია უნდა გავითვალისწინოთ.

ყველა თავის მომავალს თავად განსჯის და თუ წიტაიშვილს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი მოქალაქეობის შეცვლა, მისი გადარწმუნება ძალიან რთული იქნება.

ჩემი აზრი და რჩევა ასეთია: გიორგიმ
არ უნდა იჩქაროს და თავის მომავალზე კარგად დაფიქრდეს. მან იჯარით ყოფნის პერიოდში უნდა დაამტკიცოს, რომ "დინამოში" თამაშის ღირსია, შემდეგ კი სანაკრებო მომავალი გადაწყვიტოს.

გიორგი ძალიან ამბიციური ბიჭია და ის უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

შესაძლოა, წიტაიშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებიდან უფრო მალე შეეძლება, რადგან "დინამომ" ის გაანათხოვრა.

ვფიქრობ, წიტაიშვილს თამაში გარანტირებული არც საქართველოს ნაკრებში არ აქვს და ნებისმიერ გუნდში მოხვედრას დამსახურება უნდა", - ამბობს მარკევიჩი.

მკითხველის კომენტარები / 26 /
მე მურთაზ კვარაცხელია ვამბობ წიტაიშვილი არის მამაჩემის ნათლულის ფიფას მსაჯის სერგო კვარაცხელიას ძმის შვილიშვილი და მას არა აქვს უფლება მამამისივით კლიმემენტისავით არ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში და ყველა ქართველს ვისაც კი შეუძლია რამეთი გამოადგეს თავის ქვეყანას და ნაკრებს უნდა ითამაშოს ჩვენი ქვეყნის ნაკრებში და არამც და არამც არ მოიქცეს ჯიქიასავით რომელმაც ფულზე გაცვალა ქვეყანა მასეთები
ყოველთვის გვყავდა პაჩკა ორ შაურად
მურთაზი
01 მარტი 2021 17:05
1
ლობჟანიძეს და შენგელიას ჯობია ნამდვილად,მარჯვენა ფლანგია მისი . კვარაცხელია მარცხნივ , ოქრუაშვილი და წინ და ჩაკვეტაძე მის უკან , ქვილითაია ოქრუაშვილის შეცვლაზე ,კანკავა და კიტეიშვილი ცენტრი ,ხოჭოლავა კვირკველია დაცვის ცენტრში,მარჯვენა მცველი კაკაბაძე და მარცხნივ ხარაიშვილი,მეკარე ლორია .

ოქრიაშვილი
ჩაკვეტაძე
კვარაცხელია. წიტაიშვილი
კანკავა. კიტეიშვილი
ხარა ხოჭო კვირკვე კაკაბა
ლორია
დევკალიონი
01 მარტი 2021 16:48
17
შენ ფეხბურთზე საუბრობ თუ რამე სხვა სპორტზე მეგობარო))))))))))))))))
c
01 მარტი 2021 17:07
0
Germania Ar idzleva ormag moqalaqeobaze tanxmobas da gogita Stil chkuaze myofi bichia-germaniis moqalaqeobaze datmoba araa ase martivi-tan Roca sheni profesia fexburtia da Ar gaqvas Garantia Ro xvalac fexburts itamasheb.

Witaishvils shabats vuyure specialurad oleksandriastan da magari bichi yofila.shengelias jobia bevrad-ai zu arabidzis shevida formashi mashin asarchevad iqneba marjvniv es tut arabidze.

Miqautatze zu chamovida da nakrebshi kargad itamasha shetevis problema Ar iqneba.. 2 flangis mcveli gvinda Marto..
Levani
01 მარტი 2021 16:25
2
გიორგის ისტორიას თვალს ვადევნებთ - ადრე წინააღმდეგი იყო საქართველოს პასპორტის. ეხლა სიტუაცია შეეცვალა - დინამოდან გაანათხოვრეს და აბსოლუტურად პრაგმატული გადაწყვეტილებაა - საქართველოს ნაკრებიდან შეეცადოს სახელის გაკეთება. ჩაკვეტაძემ კარგი თამაშით ეს მოახერხა, თან D ლიგაში. შეიძლება თავის ქვეყნის მოყვარული იყოს ადამიანი, მაგრამ პრაგმატული გადაწყვეტილებით სხვაგან ითამაშოს - ასე რომ, მე გიორგის გადაწყვეტილებას მივესალმები და ძალიან მიხარია.
მიხარია ისიც, რომ მარჯვენა შემტევი ყოფილა და არა მარცხენა, როგორც მე მეგონა. წარმოვიდგინოთ რომ ამ უნიჭიერესმა ბიჭებმა დიდი ფეხბურთი ითამაშონ - კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი და წინ მიქუტაძე - შეიძლება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა გვქონდეს. მანამდე ახალგაზრდულ ნაკრებს ელოდება ევროპის ჩემპიონატი საქართველოში და ამათ ნინუა და დავითაშვილი რომ დაემატებიან, შეიძლება სამეულშიც მოხვდნენ.
არჩი
01 მარტი 2021 16:13
5
მეგობარი უკრაინა
tk
01 მარტი 2021 15:26
4
ეს ბიჭი არ ჩამოვა საქართველოს ნაკრებში აი ნახავთ უბრალოდ ნაწყენია დინამოზე რადგან გაუშვეს კლუბიდან და ახლა აქედან გამომდინარეა ეს ყველაფერი ალბათ აინტერესებდა რა ამბავი მოყვებოდა მის ასეთ გადაწყვეტილებას უკრაინის საფეხბურთო ელიტაში 100% ვარ დარწმუნებული წიტეიშვილი საქართველოს ნაკრებში არ ითამაშებს ეს ჩემი აზრია მხოლოდ.
ჯონი
01 მარტი 2021 15:21
8
გარანტირებული ნაღდად არ ააქვს ადგილი ძირითადში მის ადგილს მე ვერ ვხედავ ჯანმრტელ კრარას და ჩაკვეს გვერდით
L.J.
01 მარტი 2021 15:20
13
წიტეიშვილის ამბები ძალიან მაგონებს აკაკი გოგიას ამბებს რომელიც ქეცბაიამ გამოიძახა და საბოლოდ ფეხბურთელმა უარითქვა გერმანის ნაკრების თამაში პერსპექტივა არჩია საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლას პერსპექტივა დარჩა პერსპექტივად და არც გოგია გამხდარა უკეთესი ფეხბურთელი ვიდრე მაშინ იყო ახლა 29 წლისაა უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში მაგრამ გერმანის მოქალაქეობას ვერთმობს :)))
ჯონი
01 მარტი 2021 15:17
7
უკრაინის ნაკრებში იმხელა კონკურენცია მის პოზიციაზე რომ არამგონია შემდგომ წლებში მას მიეცეს შანსი თამაშის ყველა ფეხბურთელი ვინც მის პოზიციაზე თამაშობს უკრაინის ნაკრებში ყველა თავის კლუბში ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია იგივე იარმოლენკო ციგანკოვი ზუბკოვი მარლოსი ეს ფეხბურთელები კიდევ წლები ითამაშებენ და უკრაინის ნაკრებზე ოცნებას არ ურჩევნია ახლა ჩამოვიდეს საქართველოს ნაკრებში სადაც ნამდვილად ათამაშებენ და ითამაშოს ესპანეთან და შვედეთან და შემდეგ ერთალიგის გათამაშებაში ეს მის საფეხბურთო კარიერასაც დაეხმარება და საქართველოს ნაკრებსაც ვიდრე იოცნებოს უკრაინის ნაკრებზე თავის საქმის თვითონ იცის მე არ გამიკვირდება რომ საერთოდ არ ჩამოვიდეს საქართველოს ნაკრებში რადგან ადრეც ყოფილა ამ ფეხბურთელის ირგვლივ მზგავსი საუბრები მაგრამ მაინც არ ჩამოსულა.
ჯონი
01 მარტი 2021 15:15
0
"განსაჯავს" არა,განსჯის.
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
01 მარტი 2021 15:14
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული