sport-express: საყვარელ "რეალში" გადასასვლელად ხვიჩამ რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს რუსეთი

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაზე "სპარტაკთან" მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ "სპორტ-ექსპრესმა" "რუბინის" ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას წერილი მიუძღვნა:

ხვიჩამ "სპარტაკი" გაანადგურა. მზადაა თუ არა "რუბინი" ის გაყიდოს, სად და რამდენად?

"მოგითხრობთ იმაზე, თუ, დიდი ალბათობით, ეს სეზონი უკანასკნელი რატომ იქნება რუსეთში ახალგაზრდა ქართველისთვის და როგორ ამზადებს ტრანსფერს "რუბინი" თავისი მთავარი ვარსკვლავისთვის.

"რუბინი" წინადადებების განხილვას 15 მილიონი ევროდან დაიწყებს

ხვიჩამ ყაზანელთა ორ გოლში მიიღო მონაწილეობა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ქართველი ისევ სხვებზე ხშირად ატყუებდა მეტოქეებს და ამწვავებდა თამაშს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "რუბინი" ხვიჩას
გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. კლუბში მკვეთრად ჩამოყალიბებული წესია: შუა სეზონისას გუნდის ლიდერები არ უნდა გაყიდონ, როდესაც მათი შეცვლის შესაძლებლობა არ არსებობს.

"სპორტ-ექსპრესის" მონაცემებით, "რუბინის" ხელმძღვანელობა ქართველი მოთამაშის გაყიდვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას აპირებს. კლუბი კვარაცხელიას ზედმეტად გაჩერებას არ გეგმავს, რომელიც მენეჯერების აზრით, ახლავე მზადაა ითამაშოს თუნდაც ევროპის ნებისმიერ გუნდში. კლუბს მსგავსი გამოცდილება სერდარ აზმუნთან დაკავშირებით ჰქონდა, რომელსაც ევროპაში გასამგზავრებლად მიზანმიმართულად ამზადებდნენ, მოლაპარაკებებს ინგლისურ კლუბებთან აწარმოებდნენ, თუმცა დაახანეს და საბოლოოდ "ზენიტს" მიჰყიდეს. ჩაგდებული 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სხვა წინადადება უბრალოდ არ ჰქონდათ.

ხვიჩას შემთხვევაში ამ გამოცდილებას გაითვალისწინებენ. ფეხბურთელის გაყიდვა მაშინაა საჭირო, როდესაც მასზე მოთხოვნაა და ის ევროპაში გადასასვლელად მზადაა. გასულ წელს "რუბინს" ოფიციალური დოკუმენტით "კრასნოდარმა" მიმართა - მზად იყვნენ 10 მილიონი ევრო გადაეხადათ და ნახევარწლიანი იჯარით დაეტოვებინათ. მაშინ ყაზანელებმა უარი განუცხადეს: მათ არ სურთ ხვიჩას რუსეთში გაყიდვა და ევროპულ ტრანსფერს გეგმავენ.

ფასიც ეცოტავათ. "სპორტ-ექსპრესის" მონაცემებით, "რუბინი" კვარაცხელიას წინადადებების განხილვას 15 მილიონი ევროდან დაიწყებს. ამ ზღვარს ქვემოთ წინადადებას არ განიხილავს, თუ რა თქმა უნდა, "რეალი" ან "ბარსელონა" არ მიმართავენ.

კლუბი, ისევე, როგორც აზმუნის შემთხვევაში, შემდგომი ტრანსფერიდანაც პროცენტს მოითხოვს

ჩვენი მონაცემებით, "რუბინს" გადაწყვეტილი აქვს, მომავალ ხელშეკრულებაში კვარაცხელიას შემდგომი გაყიდვის თაობაზე პუნქტი შეატანინოს, როგორც ეს აზმუნის შემთხვევაში მოხდა - 20%. ასეთივე ოფციას ჩართავენ ხვიჩას გარიგებისას (20-25%). ასე რომ, "რუბინი" ამ პუნქტით ნებისმიერ შემთხვევაში კვარაცხელიას ტრანსფერზე 15-20 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს.

ამიტომ კომპენსაციის თანხაზე მეტად ისაა მნიშვნელოვანი, რომელ კლუბში გადავა ხვიჩა. თუ ისეთ გუნდში მოხვდება, სადაც პროგრესირებას განაგრძობს და ახალ დონეზე გავა, მაშინ "რუბინი" კიდევ უფრო მეტს გამოიმუშავებს. კლუბში მოელიან, რომ სერიოზულ ევროპულ გუნდში შთამბეჭდავი სათამაშო მონაკვეთის მერე ხვიჩას ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება და რამდენიმე წლის შემდეგ მორიგი ტრანსფერისას დამატებით დაახლოებით 10 მილიონს მიიღებენ.

მაინც სად წავა ხვიჩა?

"რუბინს" ხვიჩაზე ოფიციალური წინადადება არ მიუღია. ინტერესი ჯერ კიდევ მხოლოდ საუბრებისა და მიმართვების დონეზეა. ხვიჩათი აქტიურად დაინტერესებულები არ არიან იტალიის ჩემპიონატის წამყვანი და ევროპის ტოპ 5 ლიგის სხვა გუნდები.

ხვიჩას ქართულ პასპორტთან დაკავშირებით სირთულე არსებობს, რომელიც საშუალო დონის ნაკრებს წარმოადგენს. საქართველომ ვერ შეძლო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, სადაც 24 გუნდი ითამაშებს. ეს ხელს უშლის მოლაპარაკებებს იმავე შუამავლებთან, რომლებიც დიდი საფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენლების - ესპანელი, ფრანგი, ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელების ტრანსფერებზე მუშაობას ანიჭებენ უპირატესობას.

"რუბინისა" და ხვიჩას მთავარი ამოცანაა - კარიერის ისეთი ვარიანტის მოძებნა, სადაც განვითარებას განაგრძობს. "ბაიერნისა" და "ლივერპულის" დონის ტოპ-კლუბებისთვის კვარაცხელია, რა თქმა უნდა, მზად არ არის. "რუბინში" ეს ესმით და ამიტომ შუალედურ ვარიანტზე არიან მიზანმიმართულნი, რომელიც ტრამპლინი გახდება. ისეთი გუნდი, რომელიც მედლებზე კი არა, არამედ ევროთასებზე გასვლაზე აცხადებს პრეტენზიას - ეს ისაა, რაც დღეს ხვიჩას სჭირდება.

კვარაცხელია თებერვლის დასაწყისში 20 წლის გახდა. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგაში თავს უკვე შევიწროებულად გრძნობს. ამ სეზონში ნებისმიერ სხვაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. "ხვიჩა თითქოს სხვა ლიგიდანაა", - თქვა "სპარტაკის" დამარცხების შემდეგ ჩვენთან ინტერვიუში "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა.

კვარაცხელიას ოცნება "რეალია", რომელსაც ბავშვობიდან ფანობს, ყოველთვის ირჩევს FIFA-ში. ქართველი მომავალში მადრიდში თამაშს იმედოვნებს. ამ მიზნის ასასრულებლად კი რაც შეიძლება მალე უნდა გაემგზავროს რუსეთიდან".

მკითხველის კომენტარები / 16 /
შვედეთს და საბერძნეთს რომ მოვუგრეხთ კისერს და ესპანეთსაც გავამწარებთ, მერე დაინახავს ევროპა, ვისთან აქვთ საქმე ხვიჩას და ზოგიერთი სხვის სახით!
9
ჩემი აზრით,ჯერ არ ღირს ბობოლა გუნდებზე გასვლა,რადგან ამ ასაკში მუდმივი თამაში ესაჭიროება. უკეთესი იქნება გერმანიაში ან ჰოლანდიაში წავიდეს,რადგან ამ ქვეყნებს ნიშა აქვთ დაჭერილი,ყველას აძლევენ შანს და ისეთს ყიდულობენ,ვისაც ათამაშებენ და განავითარებენ. ყენიას მაგალითი ნუ შეგვაშინებს,რადგან ფელიქს მაგათი აღარ არის აქტიურ კარიერაში,რომელიც პირდაპირი დამნაშავეა ყენიას კარიერის გაფუჭებაში. ევროკავშირის წევრი რო ვიყოთ,ადვილი იქნებოდა ტრანსფერი ევროპაში,მაგრამ გუნდები დაუფიქრდებიან უღირთ თუ არა არაევროკავშირის წევრის გუნდში აყვანა და ეს ცუდია. ხვიჩას უფრო მეტი გარჯა მოუწევს კარიერის ასაწყობად,ვიდრე ბარელას სჭირდება ან მაუნტს დასჭირდება.იგივე საფრანგეთში აფრიკელებს აძლევენ მოქალაქეობას და ასე იმატებენ,რადგან ნაკლები რისკი ქონდეთ და ტყუილად არ დახარჯონ ის კვოტა,რაც გამოყოფილი აქვთ. თუ კატასტროფა არ მოხდა,ხვიჩა ტოპ ლიგაში ითამაშებს და ეს ტოპ ლიგა არ უნდა იყოს იტალია,რადგან უცნაური ქვეყანა:) კი სერია ა მაგარი საყურებელია და მაგარი გუნდები თამაშობენ,მაგრამ ახალგაზრდას და არაევროკავშირის წევრებს დიდი დროს არ აძლევენ. პიაცა გააფუჭა იუვემ,პაკეტა მილანმა,თუნდაც კოუტინიო ინტერმა ვერ გამოიყენა. სამი ქვეყანა მგონია რო მისი კარიერისთვის კარგი იქნება,ინგლისი,გერმანია და ჰოლანდია,უფრო ბოლო ორი.ყველა შემთხვევაში წარმატებები და იმედი მაქვს,რომ ჯუღელი,რევიშვილი კარგ,შესაფერის კლუბს მოუძებნიან. ბუნდესლიგას ათამაშებენ და გაუმზადებენ ბაიერნს,ერედივიზიონს ათამაშებენ და გაუმზადებენ აიაქსს,შესაბამისად რეალს და ბარსას,პრემიერლიგას ათამაშებენ და გაუმზადებენ ლივერპულს და იუნაიტედს. იტალიას ათამაშებენ და დაუნგრევენ კარიერას,რადგან იქ სხვანაირად მუშაობს ხალხი.
ზედა მეზობელი
09:19 02-03-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული