კვარაცხელია ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და თურქეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
ზამთრის თურქული შეკრებები "რუბინმა" ნაყოფიერად გამოიყენა და განახლებულ რუსეთის პრემიერლიგაზე მოსკოვში "სპარტაკი" 2:0 დაამარცხა, ხოლო  გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა და ფაქტობრივად, "თამაში გააკეთა", "სპორტ-ექსპრესმა" ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

"ხვიჩა კვარაცხელია "სპორტ-ექსპრესის" მკითხველებმა პრემიერლიგის მე-20 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ქართველი ნახევარმცველის კაშკაშა თამაშმა ბევრზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა", - წერს გამოცემა.

20 ტურის შემდეგ ყაზანური გუნდი 31 ქულით მე-9 ადგილზეა, ევროტურნირებზე გამსვლელ მე-4 პოზიციას 4 ქულა აშორებს და 8 მარტს ლიდერსა და ქვეყნის ჩემპიონ "ზენიტს" უმასპინძლებს.

ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის
მოსამზადებლად
"რუბინი" თურქეთში გაემგზავრა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მანდამაინც წელს მოაკლეს ქულა რუსეთს თორე 5 დანაც გადიოდა ის კიარე 6 დანაც იყო შანსი
Mosexoneliც
10:48 03-03-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული