ლობჟანიძის გოლი-შედევრი - "ანკარაგიუჯიუმ" ლიდერი "გალათასარაი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში ერთ-ერთმა აუტსაიდერმა, საბა ლობჟანიძის "ანკრაგიუჯიუმ", საკუთარ მოედანზე ლიდერი "გალათასარაი" 2:1 დაამარცხა.

45+1-ე წუთზე მასპინძლები პენალტით აკდაჯიმ დააწინაურა, 55-ე წუთზე კი ლობჟანიძემ ურუგვაელ მეკარე მუსლერას თქვენი მოწონებული გაუტანა. მიმდინარე ჩემპიონატზე საბას ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

57-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით სტუმართა თავდამსხმელი მოჰამედი გააძევა, ხოლო კომპენსირებულ დროში სტამბოლელებმა ერთი საპასუხო გოლის გატანა შეძლეს.

"ანკარაგიუჯიუმ" 26 ჩატარებულ მატჩში 23 ქულა მოაგროვა, მე-19 ადგილზეა და 7 მარტს გასვლაზე "კარაგიუმრუკს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
აუ რა შეუსრულებია ტიპს,ბრავო საბა
ბაჩი
23:31 03-03-2021
0
.... გუშინ თამაშს ვუყურე, ყველაზე აქტიური იყო!!! დაცვაშიც მაგრად დაეხმრა გუნდს!!! გოლი , ხომ საერთოდ, მაღალი დონის!!! ცხონებული ვიტალი, უფალმა გაანათლოს მისი სული, გამახსენდა ამ გოლზე!!!
დათო
11:42 04-03-2021
0

სიახლეები პოპულარული