ნიკა ნინუა: ნაკრებში გამოძახებას ველოდები, იქნებ საბერძნეთთან ვითამაშო...

AutoSharing Option
სალონიკის პაოკ-ი საბერძნეთის თასის ნახევარფინალში გავიდა, ხოლო ნიკა ნინუმ 1/4-ფინალში "ლამიას" წინააღმდეგ გოლი გაიტანა და შეხვედრის შემდეგ მცირე კომენტარიც გააკეთა.

"თავს ძალიან სასიამოვნოდ ვგრძნობ, ბედნიერი ვარ, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას თუ ველოდები? დიახ, რა თქმა უნდა, იქნებ მიხმონ კიდეც და საბერძნეთის გუნდთან ვითამაშო", - თქვა ნინუამ.

მომზადებულია sport-fm.gr-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 15 /
კარგი ფეხბურთელი ხარ . ნაკრებში გამოძახებაზე პრეტენზია ჯერ ადრეა ახალგაზრდა ხარ დასამტკიცებელი გაქვს ჯერ რომ ნაკრებში მოგიხმონ. პაოკში Xშირი თამაშის პრეტენზია უნდა გქონდეს და ითამაშო რომ ნაკრებში გამოგიძახონ. მერწმუნე პაოკში ხშირი პრაქტიკა რომ გექნება გამოგიძახებენ . წარმატებები
ემიგრანტი
04 მარტი 2021 19:05
3
ამბიციები კარგია, მაგრამ ჯერ მანდ მოიპოვე თამაშის უფლება და მერე დაელოდე. ყველა იმედის თვალით შემოგცქერით ახალ თაობას, მაგრამ თუ არ გაანძრევთ ერთ ადგილს სკამის ხეხვით მაზოლები გაგიჩნდება მაგ ადგილზე. ჯერ შრომა ბიძიკო, ბევრი შრომა და მერე დაელოდე.
ვასო
04 მარტი 2021 18:58
2
ერთი ქართველი ფეხბურთელი დამისახელეთ ვინც ამისნაირად ურტყავს ჯარიმებს..... მარტო ამის გამო უნდა ათამაშო ნაკრებში რომ შიში ქონდეს მეტოქეს საჯარიმოს მისადგომებთან ხისტად როარ ითამაშონ..... კვეკვესკირივით ვეღარ ითამაშებს ბოლო ბოლო??? :DDD
vasoooo
04 მარტი 2021 20:29
11
მადლობა ღმერთს ნაკრებში გვყავს ისეთი საუკეთესო ფეხბურთელები როგორიცაა კვარაცხელია დავითაშვილი ჩაკვე,,ჯარიმები არტყას იქ სადაც არის და აგორავოს ბურთი მთელი 27-წუთი..ნაკრებზე დაივიწყოს ფიქრი სანამ ფეხბურთელი არ გახდება,
როტორი
04 მარტი 2021 21:20
15
სკამის ხეხვისას რატო უჩდებათ ასეთი მოლოდინები. ასეთი შედეგის ფეხბურთელს არც ერთი ნორმალური ნაკრები არ გამოიძახებს
fan1
04 მარტი 2021 18:00
3
რატომ ელოდება ნაკრებში გამოძახებას? მთელი 48-წუთი რომ აქ ნათამაშები წლის განმავლობაში?უნდა აუკრძალო ასეთ ვაი ფეხბურთელებს საერთოდ ნაკრები...
როტორი
04 მარტი 2021 17:42
7
გეთანხმები ტიპს ორი თამაში არ ააქვს ნათამაშები და ნაკრებს ითხოვს....სკამის ხეხვა ნაკრების გარანტი არაა ნიკა
L.J.
04 მარტი 2021 18:16
2
კომენტარებია რაღაც პიროვნული ღვარძლით გამსჭვალული ამ ბიჭის მიმართ. რაც შეუძლია, ამტკიცებს რომ კარგი მოთამაშეა. დინამოში ლიდერი იყო, პაოკი კიდევ არ არის ტოროტორის დონის გუნდი, საბერძნეთის ლიდერია და მწვრთნელი თუ არ აყენებს ძირითადში, არ ნიშნავს რომ ნინუა არ ინდომებს ან პოტენციალი არ აქვს, ფაქტია იჯარით არ გაუშვა. ასე რომ ნაკრებში ნამდვილად უნდა მიეცეს შანსი! ვინც არიან ნაკრებში ხო ვარსკვლავება წყვეტენ და ხელშეუხებლები არიან რა! ვინც მაკედონიასთან ძირითადში იყო და უსუსური თამაშით ერს უნიკალური შანსი გაუნიავა, საერთოდ უნდა აეკრძალოთ ნაკრებში თამაში! პ.ს. ძირითადში არ ათამაშებენ და ნაკრებში რა უნდაო, მაგ ლოგიკით ბეილი უელსს წლებია არ უნდა გამოეძახა.
დათო
05 მარტი 2021 08:10
1
ვის რათ უნდა ან მაგის თამაში ან ჯარიმა, ნაგლი არავის ჭირდება.ნაკრები მოინდომა ბიჭმა.
vaxo
04 მარტი 2021 21:21
22
ძალიანც გვინდა მაგის ჯარიმა, კობიაშვილის მერე ჯარიმის დამრტყმელის პრობლემა გვაქვს, კობიაშVილსაც მემგონი სულერთი გოლი აქვს ჯარიმიდან შეგდებული. ჯარიმის გარდა კიდევ ბერვი დადებითი აქვს ნინუას
გიონატ
05 მარტი 2021 12:24
1
მიუხედავად იმისა, რომ ნიკა პაოკის ძირითადის ფეხბურთელი არ არის, მისი პოტენციალის გათვალისწინებით უნდა მიეცეს შანსი ნაკრებში, ძალიან გვჭირდება სტანდარტების კარგად შემსულებელი, დაყენებულუ დარტყმის და კარგი პასის კულტურის მქონე ნახევარმცხველი. იმნებ ნაკრებში გამოძახებამ მის საკლუბო კარიარასაც სხვა ბიძგი მისცეს
გიონატ
05 მარტი 2021 12:21
2
"ღირსია, სლუშაი!"
N
04 მარტი 2021 17:51
10
პაოკიდან არსადაც არ უნდა წავიდეს კარგ გუნდშია მოხვედრილი, იქ ბევრი უნდა იშრომოს, პაოკის ძირითადის ფეხბურთელი ალბათ მალე გახდება, რათქმა უნდა ნაკრებსაც მალე გამოადგება ნინუა.
ziko
05 მარტი 2021 13:44
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული