"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა "ოსტენდესთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო.
მისი თქმით, ჩაკვეტაძეს კუნთის პრობლემა აქვს, ზუსტად არ იცის რა სირთულისაა ტრავმა, თუმცა იმედოვნებს, რომ სეზონის ბოლოსკენ გუნდის დახმარებას შეძლებს.
გიორგი "ეუპენთან" თასის მატჩის განაცხადში კი იყო, მაგრამ არ უთამაშია.
სამწუხაროდ, ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს მარტში ჩასატარებელ შეხვედრებშიც ვერ დაეხმარება.
გიოს ნუ ჩამოწერთ, ჯერ ყველაფერი წინ აქვს!
მალე დამთავრება სეზონი არ ვიცი გენტის დარჩენილ თამაშებში ითამაშებს თუ არაა მთავარია დაბრუნდეს მაშინ როცა იქნება 100% მზად.
დიდი იმედი მაქვს, რომ სერიოზული მძიმე ტრამვა აღარ ექნება მომავალში და ეტაპობრივად ნელ ნელა დაძლევს ყველა პრობლემას აკრეფს ფორმას და მომავალ სეზონში დაბრუნდება სრულყოფილად და ითამაშებს მაღალ დონეზე.
21 წლის არის ყველაფერი წინ აქვს და მთელი საქართველო გულშემატკივრობს. წარმატებებს ვუსურვებ გიორგის.
უბრალოდ იმედი მქონდა იმ კონდიციებში მაინც იქნებოდა რომ 20 30 წუთი შეცვლაზე მაინც შეძლებდა შესვლას,მაგრამ 5 თვე უთამაშებელია.
ტრამვის მერე ახლა დაბრუნდა ჯერ ბოლომდე არაა გამოკეთებული თან უპრაქტიკოთა მაშინაც ოქტომბერში ტრამვის მერე ფორმის აღდგენის პროცეში მაშინ მიიღო ტრამვაა.
ახლა მთავარია ნელ ნელა ცოტ ცოტა თამაშით ვარჯიშით აკრიფოს ფორმა ალბათ 2 თვე დასჭირდება მინიმუმ მარა სეზონის ბოლოა მერე ზბორები იწყება და დიდი იმედი მაქვს მომავალი სეზონში კარგ ფორმაში დაბრუნდება წარმატებები გიორგის.