ჩაკვეტაძის დაბრუნება გადაიდო - "გენტმა" ამ სეზონში ყველაფრის შანსი დაკარგა

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული ხუთთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის "ეუპენთან" თასის მატჩში დაბრუნებას ამაოდ ველოდით. მართალია, ის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა განაცხადში შეიყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.

"გენტი" კი 1/4-ფინალში სტუმრად 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ამ სეზონში გუნდმა ყველა ფრონტზე წარუმატებლობა განიცადა: ევროტურნირებზე, ბელგიის თასზე, ჩემპიონატზე მე-12 ადგილზეა და დიდი ალბათობით, მედლებისთვის ვერ იბრძოლებს.

"გენტი" 8 მარტს "ოსტენდეს" მასპინძლობს და შესაძლოა, გიორგის თამაში მოუწიოს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
გიორგი ეს პერიოდი შენთვის გამოწვევაა,არ გატყდდე და საკუთარი თავი დაარწმუნე,რომ შეძლებ,რომ ისევ გახვალ მინდორზე,რომ ისევ ისე ლაღად ითამაშებ,ეს ბრძოლაა და უნდა მოიგო,არაფერია დაკარგული,მეტი ოპტიმიზმი და შემართება,მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არა ერთი ასეთი და ამაზე უარესი კრიზისიდან გამოსულან ბიჭები,შენც შეძლებ,ჩვენ გვინდა,რომ შეძლო.
sake
20:43 05-03-2021
1
სიჩქარე საჭირო არ არის ამხელა ტრამვის მერე,გეგმა ზომიერად უნდა მიყვეს საქმეს.
ziko
13:37 05-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული