ტელეგრამ-არხ Футбольный рыцарь-ის ინფორმაციით, გიორგი წიტაიშვილის საიჯარო ხელშეკრულება "ვორსკლაში" დასრულებულია.
როგორც იცით, 20 წლის ნახევარმცველმა უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურში, სადაც მისი გუნდი გასვლაზე "მარიუპოლს" ეთამაშებოდა, მძიმე ტრავმა მიიღო.
წინასწარი ინფორმაციით, გიორგის მარცხენა ფეხის მეხუთე მეტატარალური ძვლის (ანუ ნეკა თითის) მოტეხილობა აქვს და დაახლოებით 2 თვე გაუცდება.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, "დინამომ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთელის საიჯარო ხელშეკრულება "ვორსკლაში" შეწყვიტოს და ის კიევში დააბრუნოს, რათა მათი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს და გამოჯანმრთელება კარგად და მალე მოახერხოს.
მოგეხსენებათ, წიტაიშვილის შესახებ ბოლო პერიოდში უკრაინულ პრესაში
აქტიურად იწერება. მას საქართველოს მოქალაქეობის მიღება აქვს გადაწყვეტილი, უკრაინელები კი ურჩევენ, რომ ეს არ გააკეთოს.
მოძმე არა ხახოლი
ისე სერიოზულად მინდა გკითხოთ, როგორ ახერხებთ ხოლმე ასეთი ორი სხვადასხვა თემის ერთმანეთთან დაკავშირებას და პოლუტიკური სკანდალია აგორებას :))))
ხალხმა გაზარდა, ფული ჩადო ბიჭში და რა გიკვირს რომ სათავისოდ ჩალიჩობენ? რა შუაშია ძმობა და პოლიტიკა? გაგიჟდები კაცი :)))
ისე, მეტატარზალური ქვია მაგ ძვლებს