"მილანი" ყაზანის "რუბინის" შემტევით, ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა.
ხვიჩამ ევროპული კარიერა 2019 წელს დაიწყო, როდესაც მოსკოვის "ლოკომოტივს" იჯარით შეუერთდა. მისი რუსული პრემიერლიგის დებუტი იმ წლის მარტში შედგა, თუმცა ივლისში უკვე იჯარის ვადა გავიდა.
იმავე თვეში ხვიჩამ ყაზანის "რუბინთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და რუსულ ლიგაში თავი მარტივად დაიმკვიდრა.
TMW-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსისა" და "მილანის", ასევე, "დორტმუნდის" აგენტები 28 მარტს გასამართ შეხვედრას დაესწრებიან და ქართველ ვუნდერკინდს დააკვირდებიან.
მომზადებულია sempremilan-ის მიხედვით
Urtulesi tamashebi eli's saqartvelos nakrebs da warmatebi vusurvot chvens nakrebs.