"ანორთოსისმა" წააგო, ლიდერს 10 ქულით ჩამორჩა, ქეცბაია კი აღშფოთებულია

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 29-ე ტურში "ანორთოსისი" "ოლიმპიაკოსთან" 0:2 დამარცხდა.

ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია ამ მატჩს იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ "კარმიოტისასთან" თასის განმეორებით 1/4-ფინალურ შეხვედრაში ქართველი ლეგიონერები დაასვენა, მაგრამ მათ გარეშეც იმარჯვეს (5:1, 2:1) და ნახევარფინალში გავიდნენ. თუმცა, "ანორთოსისმა" "ოლიმპიაკოსთან" მარცხი განიცადა და ლიდერ "ომონიას"10 ქულით ჩამორჩა.

არადა, "ანორთოსისი" სრულ უპირატესობას ფლობდა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, მეტოქეს კი ორი მომენტი ჰქონდა და ორი გოლი გაიტანა.

ქეცბაია იმდენად ემოციურად გამოხატავდა მსაჯის გადაწყვეტილებებზე პროტესტს, რომ არბიტრმა გააფრთხილა და უთხრა, რომ თუ ასევე
გააგრძელებდა, გააძევებდა კიდეც.

გიორგი ლორიამ, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ბუბა დაუშვილი სასტარტოში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს.

21 მარტს "ანორთოსისი" აელ-ს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
არაა საჩემპიონო გუნდი ეს ანორთოსისი, სტაბილურობა აკლიათ. წინა სეზონშიც წამართვეს თასიო და მოსაგები თამაშები ვერ მოიგეს, ახლაც იგივე მეორდება სამწუხაროდ. ომონია უფრო სტაბილური და დაბალანსებული გუნდია.
Simartle
23:37 14-03-2021
1
ძაან გაურთულდათ საქმე ამ წაგებით ჩემპიონატში
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული