"როტორს" სავარაუდოდ, სიომინი ჩაიბარებს - ერთ-ერთ კანდიდატად თეთრაძესაც მოისაზრებენ

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბი "როტორი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

როგორც იცით, ვოლგოგრადული გუნდის ხელმძღვანელობიდან დაკავებული თანამდეობიდან გუშინ ალექსანდრ ხაცკევიჩი გაათავისუფლა, რომელმაც აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო.

championat.com წერს, რომ კლუბის ჩაბარების მთავარი კანდიდატი იური სიომინია, რომელსაც მწვრთნელის პოსტი უკვე შესთავაზეს, 72 წლის სპეციალისტმა კი მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "როტორი" სათადარიგო ვარიანტად სხვა მენეჯერებსაც განიხილავს. ერთ-ერთი ასეთი კი საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ომარ თეთრაძეცაა.

მის გარდა ასევე სახელდება შალიმოვის, ალინიჩევისა და სხვა სპეციალისტთა გვარებიც.

პარარელურად, sport-express.ru-სთან საუბარში ვოლგოგრადელთა წარმომადგენელმა
გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბი ახალ მწვრთნელს ორშაბათს წარადგენს.

ვნახოთ, ვინ გახდება "როტორის" ახალი თავკაცი. როგორც იცით, ამ გუნდში საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი არაბიძე ირიცხებიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ კვერკვეს დაბრუნება და არაბას გაცოცხლება გვინდა სიომა გვჭირდება.
0
სიომინი გაასწორებდა. ფორმაში შევა კვირკველია და თან ქართველები უყვარს და არაბიძე და დავითშვილიც სათამაშო დროს მიიღებენ.
roma bejanidze
17:06 20-03-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული