ქეცბაიამ დაადასტურა, რომ დიდი ალბათობით, "ანორთოსისს" დატოვებს

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე აელ-თან 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:

"ასეთი თამაშით ჩვენს გუნდს უნდა მოეგო. მათ ორჯერ შემოგვიტიეს და ორი გოლი გაგვიტანეს. ხანდახან იღბალიც გჭირდება. გამართლების შემთხვევაში მეტი ქულა გვექნებოდა. დაცვაში პრობლემები გვაქვს. ორი მიზანი გვქონდა - ჩემპიონობა და თასი. მხოლოდ თასი დაგვრჩა. ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ახალი კონტრაქტი? სავარაუდოდ, მომავალ სეზონში აქ აღარ ვიქნები. თასისათვის ვიბრძოლებთ, სეზონს დავასრულებ და წავალ.

გუნდმაც და მეც, როგორც მწვრთნელმა, ბევრი რამ გავაკეთეთ. ამდენი უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. ყველამ ვიცით, გასულ
სეზონში რაც მოხდა", - ციტირებს ქეცბაიას larnakasports-ი.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეცბაია ბერძნულ პაოკ-ს ჩაუდგება სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
იმსახურებს,მაგრამ მისი ხასიატიდან გამომდინარე არამგონია დიდხანს გააᲩერონ! იქ ფერებას არავინ დაუწყებს!
ზურა
11:35 22-03-2021
3
ტოპ გუნდს იმსახურებს და რაც მალე მიიღებს მით უკეთესი არადა დინამოში რო მოეწვიათ ამათაც აამოძრავებდა და ჩვენც ვივლიდით სტადიონზე
შოკირებული გულშემატკივარი
11:17 22-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული