ilmilanista-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ "მილანის" წარმომადგენლები: პაოლო მალდინი, ივან გაზიდისი და ფრედერიკ მასარა, "რუბინის" ახალგაზრდა გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდებიან:
"მილანს" მხედველობის არეში ჰყავს ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდა ტალანტები, რომელთაც შეუძლიათ გავიდნენ მსოფლიოს არენაზე და მოხიბლონ დიდი ევროპული კლუბები.
ხვიჩა კვარაცხელია მალდინისა და მასარას ბლოკნოტში ახალი სახელია
სხვადასხვა მოთამაშეს შორის, რომელთაც "როსონერი"აკვირდება, ასევე ხვიჩა კვარაცხელიაცაა. მის შესახებ პორტალმა tuttomercatoweb.com-მაც გაავრცელა ინფორმაცია. ეს "რუბინის" 2001 წელს დაბადებული გარემარბია. ამ ბიჭს აგრეთვე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩისას დააკვირდებიან. მან ასევე "იუვენტუსის" ყურადღება მიიპყრო, რომელმაც მას მომავალი
სეზონისთვის თვალი დაადგა და "დორტმუნდმაც", რომელიც მუდამ ეძებს ახალგაზრდა ტალანტებს.
წინააღმდეგობა: მხოლოდ კონკურენცია არაა
ის თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია და "მილანს" ტრანსფერისთვის დიდ კონკურენციაში მოუწევს ბრძოლა, რათა მილანელოზე მიიყვანოს. პირველი წინააღმდეგობა "რუბინი" იქნება. ყაზანური კლუბი თავის ძვირფას მოთამაშეს მხოლოდ კარგი შეთავაზების შემთხვევაში გაყიდის. ხვიჩას კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული".