გუშინ, 28 მარტს, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დაინტერესებამ მკვეთრად მოიმატა.
შეგახსენებთ, ქართველმა ვუნდერკინდმა თავი გოლითა და შესანიშნავი დრიბლინგებით გამოიჩინა.
კარგი მატჩის ჩატარების შემდეგ გერმანულმა პოპულარულმა საიტმა transfermarkt-მა 24 საათში ყველაზე ნახვად ფეხბურთლებს შორის მე-2 ადგილი ხვიჩა კვარაცხელიას მიანიჭა, თუმცა უკანასკნელი მონაცემებით პირველ პოზიციაზე გადავიდა.
პირველ ადგილს ერლინ ჰოლანი იკავებს.