საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასადმი "სევილიას" ინტერესზე კომენტარი გააკეთა:
"ხვიჩაზე ჯერ "სევილია" ოფიციალურად არ გამოსულა, ის "რუბინის" მოთამაშეა. თუმცა, გასაგებია, ხვიჩა ადრე თუ გვიან რუსეთის ჩემპიონატს დატოვებს, მაგრამ ამისათვის სერიოზული წინადადება უნდა იყოს. ჩვენ ჯერ დაველოდებით, არსად გვეჩქარება. "რუბინში" მას ყველაფერი აწყობს, ვითარდება და პროგრესირებს.
ესპანელებთან გოლი? გოლი, როგორც გოლი, მაგრამ ეს ძალიან კარგია. ეს მისთვის დიდი სტიმულია, ყოველდღე კი არ უტან ესპანელებს. უცბად დაივიწყებს ამ გოლს და შეუპოვრად გააგრძელებს მუშაობას, რათა უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელი გახდეს",