გუშინ, 30 მარტს, ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 32-ე ტურში "მალაგამ" "ალმერიას" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.
"ალმერიის" რიგებში ქართველმა გიორგი მაკარიძემ კარი მშრალად კიდევ ერთხელ შეინახა. გოლკიპერმა მეტოქის 3 დარტყმული მოიგერია.
ამრიგად, 32 ტურის შემდეგ ქართველის გუნდი 60 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და ლა ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის. ამჟამად "ალმერია" პლეი-ოფის ზონაში იმყოფება, თუმცა მეორეადგილოსან "მალიორკასთან" ჩამორჩენა 1 ქულაა. შეგახსენებთ, გუნდები, რომლებიც ცხრილის 1-ელ და მე-2 ადგილებს დაიკავებენ, ავტომატურად ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადავლენ, ხოლო III-VI-ადგილოსნები დაწინაურებულის ვინაობას ერთმანეთში გაარკვევენ.
"ალმერია" მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს, "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, გიორგის დღეს, 31 მარტს, "ოქროს დაბადების დღე" აქვს.