მაკარიძემ "ოქროს დაბადების დღეზე" საკუთარ თავს მორიგი კარგი მატჩი უმახსოვრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 30 მარტს, ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 32-ე ტურში "მალაგამ" "ალმერიას" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

"ალმერიის" რიგებში ქართველმა გიორგი მაკარიძემ კარი მშრალად კიდევ ერთხელ შეინახა. გოლკიპერმა მეტოქის 3 დარტყმული მოიგერია.

ამრიგად, 32 ტურის შემდეგ ქართველის გუნდი 60 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და ლა ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის. ამჟამად "ალმერია" პლეი-ოფის ზონაში იმყოფება, თუმცა მეორეადგილოსან "მალიორკასთან" ჩამორჩენა 1 ქულაა. შეგახსენებთ, გუნდები, რომლებიც ცხრილის 1-ელ და მე-2 ადგილებს დაიკავებენ, ავტომატურად ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადავლენ, ხოლო III-VI-ადგილოსნები დაწინაურებულის ვინაობას ერთმანეთში გაარკვევენ.

"ალმერია"
მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს, "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, გიორგის დღეს, 31 მარტს, "ოქროს დაბადების დღე" აქვს.



მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავ იუბილეს მრავალს დაესწარი წარმატებებს გისურვებ დიდ კლუბში გადასვლას დიდხანს სტაბილურად თამაშს დავინახეთ ყველამ როგორი საჭირო ხარ ნაკრებისთვის გაიხარე გიო
ნოე ჩანთაძე
13:24 31-03-2021
0
გილოცავ, მომავალ წელს პრიმერაში გეთამაშოს არამაკლები მშრალი მატჩები!
გიორგი
14:54 31-03-2021
1

სიახლეები პოპულარული