ხვიჩა კვარაცხელიას მამამ Sportall-თან თავისი შვილის მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მატჩების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე საუბარი კიდევ უფრო აქტიური გახდა.

ბოლო დღეებია პრესაში "სევილიას", "ბაიერნისა" და სხვა გუნდების ინტერესზე იწერება.

ჩვენ ინფორმაციის მისაღებად ხვიჩა კვარაცხელიას მამას ბადრი კვარაცხელიას, რომელმაც შემდეგი გვითხრა:

"ჯერჯერობით "რუბინისთვის" და აგენტისთვის ოფიციალური წინადადებით არცერთ გუნდს არ მიუმართავს.

ვადასტურებ, რომ რუსეთიდანაც და სხვადასხვა ევროპული გუნდებიდან დაინტერესება არის, თუმცა ჯერ რაიმე კონკრეტულზე საუბარი ნაადრევია.

ველოდებით მაისს, როდესაც რუსეთის პრემიერ ლიგაში სეზონი დასრულდება და შემდეგ დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან.

ვნახოთ რა იქნება... ხვიჩაც ახლა მთლიანად "რუბინზეა" კონცეტრირებული და
უნდა, რომ ეს სეზონი კარგად ჩაამთავროს.

კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ არის დაინტერესება ბევრი ევროპული გუნდიდან და კონკრეტული გადაწყვეტილება მაისში იქნება მიღებული", - გვითხრა ბადრი კვარაცხელიამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბადრი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო... საკუთარი მანერით. იმედია, შვილის კარიერის გაგრძელებასი შეცდომას არ დაუშვებს.
tngh
16:59 03-04-2021
0
მოთხოვეთ სათამაშო დრო ეტაპოვრივად ყველაფერი იქნება
beqa
14:30 03-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული