"ორი შესანიშნავი დარტყმა კვარაცხელიასგან" - რას წერენ UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

AutoSharing Option
სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი, 20 წლის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია გა­სუ­ლი სა­ნაკ­რე­ბო თა­მა­შე­ბის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა. სამ თა­მაშ­ში მან ორი გო­ლის გა­ტა­ნა მო­ა­ხერ­ხა და გარ­და გო­ლე­ბი­სა, გულ­შე­მატ­კი­ვარს კარ­გი თა­მა­ში­თაც და­ა­მახ­სოვ­რა თავი.

კვა­რა­ცხე­ლი­ას, რო­მე­ლიც რუ­სულ გუნდ "რუ­ბინ­ში" თა­მა­შობს, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ. მის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა და სხვა­დას­ხვა ევ­რო­პულ გუნ­დს უკავ­ში­რე­ბენ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­მე­ლი კლუ­ბე­ბი არი­ან ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ყიდ­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, ცნო­ბი­ლი არ არის.

სა­ნაკ­რე­ბო თა­მა­შე­ბის შემ­დეგ კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ UEFA EURO 2020-ის ოფი­ცი­ა­ლურ "ფე­ის­ბუქგვერ­დზე"
წე­რენ და მის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ.

"ზე­დი­ზედ ორი შე­სა­ნიშ­ნა­ვი დარ­ტყმა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­გან", - ნათ­ქვა­მია პოს­ტში და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ხვი­ჩას მიერ ეს­პა­ნე­თი­სა და სა­ბერ­ძნე­თის კარ­ში გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის თა­მა­შე­ბის შემ­დეგ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას პრო­ფი­ლი transfermarkt.com-ზე ყვე­ლა­ზე მეტ­ჯერ ნა­ხეს და ამ კუ­თხით ის დღემ­დე პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს. კვა­რა­ცხე­ლი­ამ უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა ფეხ­ბურ­თის ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გო­რე­ბიც ერ­ლინ ჰო­ლანდი, კი­ლი­ან მბა­პე, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ და ლეო მესი არი­ან.


მკითხველის კომენტარები / 4 /
ბევრი რამე გამართლებაზეა. ნეტავ ისე გაუმართლებდეს როგორც კალაძეს.
ლევანი
10:32 03-04-2021
0
ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები დღეს ისეთივეა როგორიც მაკედონიასთან და სომხეთთან იყო. ეგ სანიოლია ძლიერი და ძალათ აიძულებს სირბილს ფეხბურთელებს. კვარაცხელია, კანკავა და კაშია თორე ნაკრები იგივეა რაც ადრე იყო. ნაკრებს ესენი ქოქავენ.
3

სიახლეები პოპულარული