newspao.gr: გიორგი ქვილითაია "პანათინაიკოსს" შესთავაზეს

AutoSharing Option
ბერძნული საიტის, newspao.gr-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ითამაშა, "პანათინაიკოსს" შესთავაზეს. გამოცემის მტკიცებით, ეს 27 წლის ტანმაღალი (193 სმ) თავდამსხმელი გიორგი ქვილითაიაა.

ქვილითაია "გენტიდან" "ანორთოსისში" იჯარითაა გაშვებული. ბელგიური კლუბი ქართველის დაბრუნებას არ აპირებს, თავად კვიპროსში დარჩენა არ სურს, მომავალი გაურკვეველია და მისი წარმომადგენლები ახალ კლუბს ეძებენ.

ქვილითაიამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 27 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, "გენტთან" კი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება. ის ამ კლუბმა 2018 წელს 3 მილიონ ევროდ
შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
magrad gachirvebia panatinaikoss
KUTAISELI
14:45 05-04-2021
0
ეტყობა იმ ყუმბარისებული გასროლის შემდეგ დაინტერესდნენ საბერძნეთთან რომ დაარტყა მეორე ტაიმში, ბერძენმა მეკარემ მიაძახა იმენა კუმანი ხარ ძმაო ჩემ თვალშიო
pirlo
14:35 05-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული