ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში "ვოლფსბერგერმა" საკუთარ მოედანზე "რაპიდს" უმასპინძლა და 1:8 დამარცხდა.
მატჩში გადამწყვეტი 29-ე წუთი აღმოჩნდა, როდესაც მასპინძელთა ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ანგარიშით 0:1-ზე წითელი ბარათი მიიღო, რადგან სტუმართა ფორვარდ ერკან კარას წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა.
მატჩის შემდეგ ეს მომენტი ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია წარსულში ცნობილ ავსტრიელ თავდამსხმელ მარკ იანკოს, რომელიც ახლა ადგილობრივი Sky-ს სპორტული მიმომხილველია და მან ლოჩოშვილის ეპიზოდს შემდეგი შეფასება მისცა:
"ვფიქრობ, მაკგრეგორი ახლა მეტოქეებს ეძებს. ლოჩოშვილი ამისთვის კარგი ვარიანტი იქნება და მან ძალები Ufc-შიც უნდა სცადოს.
ჩემი
აზრით, ყველაფერი ნათქვამია, როდესაც 23 თამაშში 3 წითელ ბარათს მიიღებ. ამ შეხვედრაშიც ლოჩოშვილის გაძევებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა", - თქვა იანკომ.
აქვე გეტყვით, რომ "ვოლფსბერგერის" შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი გურამ გიორბელიძე მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.
ლოჩოშვილს დინამოდან ვაკვირდები,სულ მომწონდა,მაგრამ შიგადაშიგ ასეთ ლაფსუსებს ურევს,მე მგონი კონცენტრაციის პრობლემა აქვს..
იანკოს კიდე-სერგია ვანელი პარტნიორს ეძებს და შენი ცოლი კარგი ვარიანტი იქნება