"მაკგრეგორი ახლა მეტოქეებს ეძებს და ლოჩოშვილი ამისთვის კარგი ვარიანტი იქნება" - ცნობილმა ავსტრიელმა ფეხბურთელმა ქართველს დასცინა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში "ვოლფსბერგერმა" საკუთარ მოედანზე "რაპიდს" უმასპინძლა და 1:8 დამარცხდა.

მატჩში გადამწყვეტი 29-ე წუთი აღმოჩნდა, როდესაც მასპინძელთა ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ანგარიშით 0:1-ზე წითელი ბარათი მიიღო, რადგან სტუმართა ფორვარდ ერკან კარას წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა.

მატჩის შემდეგ ეს მომენტი ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია წარსულში ცნობილ ავსტრიელ თავდამსხმელ მარკ იანკოს, რომელიც ახლა ადგილობრივი Sky-ს სპორტული მიმომხილველია და მან ლოჩოშვილის ეპიზოდს შემდეგი შეფასება მისცა:

"ვფიქრობ, მაკგრეგორი ახლა მეტოქეებს ეძებს. ლოჩოშვილი ამისთვის კარგი ვარიანტი იქნება და მან ძალები Ufc-შიც უნდა სცადოს.

ჩემი
აზრით, ყველაფერი ნათქვამია, როდესაც 23 თამაშში 3 წითელ ბარათს მიიღებ. ამ შეხვედრაშიც ლოჩოშვილის გაძევებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა", - თქვა იანკომ.

აქვე გეტყვით, რომ "ვოლფსბერგერის" შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი გურამ გიორბელიძე მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლოჩოშვილი კაი ბიჭია,მაგრამ ბოლომდე საიმედო ვერაა,ამხელა მასა აქვს,თავით ეთამაშა,რა უნდოდა იქ ფეხს.
ლოჩოშვილს დინამოდან ვაკვირდები,სულ მომწონდა,მაგრამ შიგადაშიგ ასეთ ლაფსუსებს ურევს,მე მგონი კონცენტრაციის პრობლემა აქვს..
იანკოს კიდე-სერგია ვანელი პარტნიორს ეძებს და შენი ცოლი კარგი ვარიანტი იქნება
Levani
15:41 05-04-2021
8
ეს ნაკრებში არ გამოიძახოთ ისეთს იზამს თამაშის დასაწყისშივე გააგდებენ, ეს შეცდომითაა ფეხბურთში მოხვედრილი
dinamo
15:31 05-04-2021
9

სიახლეები პოპულარული