"აზერბაიჯანელებს კვარაცხელიას გამო ქართველების შურთ?!" - ლუკა იმნაძე azerisport.com-ს ესაუბრა

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "საბალის" 23 წლის ქართველმა ფორვარდმა ლუკა იმნაძემ azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა.

ჩვენ ინტერვიუდან იმ ეპიზოდებს გთავაზობთ, სადაც ის ქართულ ფეხბურთსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს:

-როდესაც აზერბაიჯანის ჩემპიონატში გადმოხვედით, აღნიშნეთ, რომ ჩვენი ჩემპიონატი საქართველოსას სჯობია... კვლავ იმავე აზრზე ხართ?

- დიახ, იმავე აზრზე, რადგან თქვენი ლიგა აშკარად უფრო ძლიერია.

- საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს... თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

- ვფიქრობ, მიზეზი ისაა, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებიდან ბევრი ფეხბურთელი უცხოეთში თამაშობს და საკმაო გამოცდილებას იღებს.

საქართველოს
ნაკრების უფრო კარგი თამაშიც აზერბაიჯანთან შედარებით სწორედ ამითაა გამოწვეული.

- შენიშნეთ თუ არა, რომ აზერბაიჯანელებს ქართველების შურთ, რადგან მათ ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ?

- მსგავი არაფერი შემინიშნავს. პირიქით, ხვიჩას მიმართ ყველა დადებითადაა განწყობილი.

- ჰყავს თუ არა დღეს აზერბაიჯანს ხვიჩას დონის ფეხბურთელი?

- ამ მომენტისთვის მსგავი რამის თქმა გამიჭირდება, რადგან ხვიჩა შეუდარებელ ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა აზერბაიჯანს ჰყავს ტალანტები, რომლებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე ითამაშონ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ამ ჯურნალისტის მორიგი უაზრო და არაფრისმთქმელი სტატია :(((
ოთო
10:31 06-04-2021
0
რა სისულელერბს წერთ! მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრეთ?!
დავი ბრეგაძე
07:46 06-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული