bayernstrikes: "ბაიერნმა" შეიძლება კვარაცხელიას კონტრაქტი გაუფორმოს და "რუბინში" დატოვოს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ესპანურ "ესტადიო დეპორტივოს" განუცხადა, რომ მისი კლიენტი "რეალში" ან "ბაიერნში" მოხვდება და ამაში დარწმუნებულია, აღნიშნული ინფორმაციით გერმანული მედია დაინტერესდა და SPORT1-მა და express-მა წერილებიც გამოაქვეყნეს, თუმცა, ცხადია, ჯერ არაფერი კონკრეტული არ იციან და მხოლოდ ვარაუდის დონეზე საუბრობენ. ახლა კი ხვიჩას სტატია bayernstrikes-მა მიუძღვნა.

"ბაიერნი" კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმებით დაინტერესებულია

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში "ბაიერნი" რამდენიმე გარემარბთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ეს ზაფხულისთვის პრიორიტეტული პოზიცია არ გახლდათ, მაგრამ დუგლას კოშტას წასვლა მართლაც შექმნის სიცარიელეს. ბრაზილიელი
წარუმატებელი იჯარის შემდეგ "იუვენტუსში" დაბრუნდება.

ბოლო ფორვარდი, რომელიც "რეკორდმაისტერს" დაუკავშირეს, ხვიჩა კვრაცხელიაა. express.de-ს ცნობით, რომელიც football24news-ს ეყრდნობა, "ბაიერნი" ყაზანელთა ვინგერით დაინტერესებულია. ქართველი ფეხბურთელის აგენტმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ უახლოეს მომავალში ის "ბაიერნში" ან "რეალში" ითამაშებს.

20 წლის თავდამსხმელი "რუბინში" ძალიან პროდუქტიულ სეზონს ატარებს, მაგრამ ვიდრე გერმანულ მედიაში უფრო კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელდება, მისი დაკავშირება მიუნხენურ გუნდთან ნაადრევია. თუმცა ამ მარცხენაფლანგელის დამატება საინტერესო იქნება, რამეთუ ქართველმა რუსეთში შთაბეჭდილება მოახდინა.

თუ ეს ინფორმაცია სარწმუნოა, კვარაცხელიას შეიძლება ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულება დაუდონ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, პირველივე წელს ათამაშონ. შესაძლოა, ყაზანში უკან იჯარით გაუშვან, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს. მოცემულ მომენტში ეს მართლაც უფრო ჭორს ჰგავს, მაგრამ კვარაცხელიას ყურადღება უნდა მივადევნოთ, ვინაიდან "ბაიერნი" მარცხენა ფლანგზე ფეხბურთელის დამატებას გეგმავს".

მკითხველის კომენტარები / 12 /
გატუზო მაფიოზასავით ყიდიან თამაშებს ეგ იტალიელები.გატუზო დასაჭერია
Girogi
13:37 06-04-2021
4
ბაიერნში რო გადავიდეს მოუწევს ფრაიბურგის და აინტრახტის დონის გუნდებთან თამაში, რადგან მარტო ერთი გუნდია მაღალი დონის ბუნდესლიგაში. იტალიიის სერია ა კი ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატია და იქ მაგრად გაიზრდება!
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული