უკვე კონკრეტიკა: "რუბინმა" "მილანს" კვარაცხელიას ტრანსფერში 19 მილიონი მოსთხოვა!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მრავალი ინფორმაცია ვრცელდება, ესპანური todofichajes-ი კი იტყობინება, რომ "მილანმა" ყაზანურ კლუბთან მოლაპარაკებები გაააქტიურა:

"ახლოვდება სეზონის ფინალი. "მილანი" მომავალი ზაფხულის წინ სატრანსფერო ბაზარს აკვირდება, სურს შემადგენლობაში ახალი და კარგი ფეხბურთელები დაიმატოს და ახალი სახელებით გაძლიერდეს. იმ ინფორმაციით, რომელსაც ვფლობთ, "მილანმა" "რუბინთან" მოლაპარაკება გაააქტიურა, რათა ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის საკითხი მოაგვაროს. ქართველი გარემარბი რამდენიმე დიადი ევროპული კლუბის ყურადღების ცენტრში იმყოფება, როგორებიც "ბაიერნი" და "იუვენტუსი" არიან და ცხადია, ეს საქმე სასწრაფოდ გადასაწყვეტია".

რუსული "სპორტ-ექსპრესი"
ამ ინფორმაციას ავრცელებს და მკითხველს კონკრეტულ სიახლესაც ამცნობს:

"მილანმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებებში სერიოზულად წინ წაიწია. ხვიჩამ შეიძლება კარიერა იტალიურ გუნდში გააგრძელოს. ტრანსფერი 19 მილიონ ევროდაა შეფასებული".


მკითხველის კომენტარები / 35 /
ხალხო ვის რა საქმეა რამდენს დაააფასებს რუბინი, ეფერებიან თან ყვებიან ბიჭს პრესა არ აკლია სიყვარული და პატივისცემა, ნამდვილად იმსახურებს ამ ყველაფერს. ჩვენთვის 19 მილიონად გაიყიდება თუ 319 მილიონად უფრო მეტად შეგვიყვარდება თუ რა. ფული წყვეტს სიყვარულს? საქართველოსთვის ხვიჩა შეუფასებელია და მტავარია კარგად იყოს და გაგვახაროს. არაა საქართველო საფეხბურთო რუკაზე და იმიტომაცაა ასეთი ფასი, აღარ ვითვლებით საფეხბურთო ქვეყნად. იყოს ჰოლანდიელი, ესპანელი ან არგენტინელი 60 მილიონი ეღირებოდა უკვე.
ქართველი
17:08 06-04-2021
2
ახლა კვარას განვითარებისთვის მთავარია რუბინიდან უკეთეს ლიგაში გადავიდეს და თუ მილანი იქნება ეს უკეთესი გუნდი ძალიან მაგარია. ფასს რა შეეხება თუ უნდათ 1 მილიონად გაყიდონ. ხვიჩა ჩემთვის 223 მილიონი ღირს. ღმერთი შენსკენ კვარა.
roma bejanidze
08:34 06-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული