გადაცემა "იმედის დღემ" ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სიუჟეტი მოამზადა და "რუბინის" ქართველი ვარსკვლავისგან ექსკლუზიური კომენტარიც მოიპოვა.
20 წლის ჩვენებურმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ხდება მის ტრანსფერთან დაკავშირებით.
"არ მაქვს თითოეული გუნდის დასახელების უფლება და ეს არც იქნებოდა სწორი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი წინადადება მაქვს.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სათამაშო დროა და ამის მიხედვით გადაწყდება. გაჩერებას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ჩემი ოცნებები და მიზნები მაქვს.
მთელი ცხოვრებაა, "რეალის" გულშემატკივარი ვარ. ვოცნებობ "რეალში" თამაშსა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე", - განაცხადა კვარაცხელიამ.
მე დარწმუნებული ვარ დიდი ფეხბურთელი გახდება ხვიჩაა წარმატებები იმედი მაქვს მომავალ სეზონში ტოპ ლიგის გუნდში დაიწყებს თამაშს.