ხვიჩა ევროპაში ტოპი გახდება, თუ... - დესპოტოვიჩი კვარაცხელიას პერსპექტივას აფასებს

AutoSharing Option
"რუბინის" სერბ თავდამსხმელ ჯორჯე დესპოტოვიჩს Sport24-მა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა და თანაგუნდელ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზეც დაუსვა კითხვა.

- ხვიჩა ტოპია?
- ხვიჩა ტოპი იქნება, თუ, ღმერთმა ინებოს და, ტრავმას არ მიიღებს. თუ ზრდას განაგრძობს, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. ის ყველა ვარჯიშზე ძალიან მოტივირებულია.

კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატის 21 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა, მისი გუნდი კი 24 ტურის შემდეგ 40 ქულით მე-6 ადგილზეა და 10 აპრილს სტუმრად "როსტოვს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხვიჩამ რუსეთის ჩემპიონატში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. 3 პენალტი გამოიმუშავა. ნუ 4 გაიტანა. ეს არის ოფიციალურად სწორი სტატისტიკა.8 გადაცემა შეცდომაა.
ჯუჯი
20:03 08-04-2021
0
კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში 21 თამაშში(ამ სეზონში) გაიტანა 4 გოლი,გააკეთა 8 საგოლე პასი და გამოიმუშავა 3 პენალტი! ზემოთ სტატიაში კი შეცდომით წერია 4 საგოლე პასი!
სიმართლე
13:17 08-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული