"კალჩომერკატოს" ინფორმაციით, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დადგომისთანავე ლომბარდიელების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ყაზანის "რუბინის" ქართველი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.
გამოცემა წერს, რომ ხვიჩას შეტევის ორივე ფლანგსა და პლეიმეიქერადაც შეუძლია თამაში.
სტატიაში ესპანური "სევილიას" ინტერესზეცაა საუბარი. "კალჩომერკატო" კვარაცხელიას ფასს დაახლოებით 20 მილიონს ასახელებს.
Calciomercato