იტალიური პრესა: ომი დაწყებულია! "მილანი" და "იუვენტუსი" კვარაცხელიას შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ

AutoSharing Option
Tuttojuve24 წერს, რომ "იუვენტუსი" "რუბინის" ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს.

წყაროს ცნობით, ეს ტურინელთა სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის ერთ-ერთი მიზანი ყოფილა, თუმცა ჩვენი იტალიელი კოლეგები იქვე წერენ, რომ მას წინ დაბრკოლებები ექნება.

"ომი დაწყებულია... პარატიჩი სერიოზულად ფიქრობს, რომ კვარაცხელია შეიძინოს, რადგან ის ახალგაზრდაა და ტურინში ფიქრობენ, რომ დიდი მომავალი აქვს.

თუმცა "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორს ძალიან დიდი დაბრკოლება შეექმნება. "მილანს" ფეხბურთელის მიმართ ასევე სერიოზული ინტერესი გააჩნია და თანაც "რუბინი" კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ
საკმაოდ სერიოზული თანხაა", - წერს საიტი.

მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე კვირაა თითქმის ყველა იტალიური წყარო ადასტურებს ცნობას, რომ "მილანსაც" და "იუვესაც" სურთ კვარაცხელიას შეძენა.

იწერება იმის შესახებაც, რომ ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიაში ჩავა და ორივე გუნდის წარმომადგენლებს დაელაპარაკება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
მე ტრაპზონსპორი მინდა.
nika
08 აპრილი 2021 18:31
37
იტალიურმა დაცვამ შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნას, ასე რომ მგონი ყველაზე კარგი, ესპანური გახსნილი ფეხბურთი იქნებოდა მისთვის. სევილია ან ვალენსია
ლადო
08 აპრილი 2021 18:30
12
კარგი იქნებოდა თუ ლივერპულში ამოჰყოს თავი. თვითონ რეალი უნდა და რატომაც არა თუ შანსი იქნა. არასდროს რეალის მომხრე არ ვყოპილვარ მაგრამ თუ ხვაჩამ იქ ამოჰყო თავი ხვიჩას რეალშიც მივემხრობი
ნიკო
08 აპრილი 2021 18:17
3
ბაიერნიიიიიიიიიიიიიიიიიიი
08 აპრილი 2021 18:05
9
მე იუვე მინდა იუვეეე
ბაჩი
08 აპრილი 2021 17:26
19
გინდა კაია უნდა გეკუთვნოდეს :) :) :)
გიორგი
08 აპრილი 2021 18:36
1
თუ უნდა განვითარდეს და ნამდვილი ევროპული ფეხბურთის სული შეიგრძნოს მილანში უნდა გადავიდეს. იუვეში მხოლოდ იტალური და კიდე ფიატი. :))))
H
08 აპრილი 2021 18:35
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული