Tuttomercatoweb ამტკიცებს, რომ "მილანისა" და "იუვენტუსის" შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით კიდევ ორი იტალიური გუნდი დაინტერესდა.
საუბარია, ბერგამოს "ატალანტასა" და "ინტერზე", რომლებიც 20 წლის ქართველის გადასაბირებლად ბრძოლას აპირებენ.
წყარო წერს, რომ ხვიჩა კარიერას ამ 4 გუნდიდან ერთ-ერთში განაგრძობს, სატრანსფერო ფასი კი 15-20 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება.
ვნახოთ, რას გადაწყვეტენ კვარაცხელია და მისი აგენტი. იტალიურ პრესაში ქართველის შესახებ ყოველდღიურად ძალიან ბევრი სტატია იწერება და მას დიდ ტალანტს უწოდებენ.