საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე სამწუხაროდ, კვლავ ტრავმირებულია.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 21 წლის ფეხბურთელს კუნთი გაუწყდა, რის გამოც დაახლოებით, 6 კვირის განმავლობაში მოუწევს უქმოობა.
ჩაკვეტაძე უკვე სრულიად ჯანმრთელი იყო და "გენტის" ძირითად გუნდში განაცხადშიც უნდა შეეყვანათ, მაგრამ მატჩის წინა დღეს ვარჯიშზე კვლავ კუნთი გაუწყდა...
ფაქტი ერთია, რომ ამ ბიჭს მუდმივი უიღბლობა დასდევს თან... ჩვენის მხრივ კი გიოს გამძლეობას ვუსურვებთ და გვჯერა, რომ ის მოედანზე მალე დაბრუნდება და დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს.
სამწუხაროდ სირბილით გამოწვეული ტრავმების მკურნალობა გაცილებით რთულია, რადგან ექიმები მკურნალობენ შედეგს, მიზეზი კი რჩება და არასწორად სირბილი იგივე ტრავმას ხელმეორედ იწვევს.
ამიტომ გვყავს ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელი, რომლებიც წარსულში ნიჭიერებად და იმედისმომცემებად მიაჩნდათ.
გიოს კი კარგი რეაბილიტოლოგების პოვნას და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!