"შტურმის" შემოქმედებითი სულისკვეთება" - ავსტრიულ პრესას ქართველის უთამაშებლობა აკვირვებს

AutoSharing Option
კვირას, 10 აპრილს, გასამართი "შტურმი" - "ტიროლის" წინ, ავსტრიული krone კლუბის წარმატებებში ოთარ კიტეიშვილის წვლილსა და მნიშვნელობაზე საუბრობს. გამოცემა ქართველს "გუნდის შემოქმედებით სულისკვეთებას" უწოდებს.

მიმდინარე სეზონში "შტურმი" არადამაჯერებელია. გრაცელებს, განსაკუთრებით, სტუმრად გამართულ შეხვედრებში უჭირთ, 2021 წელს გასვლაზე არცერთ შემთხვევაში არ გაუმარჯვიათ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალ ტრავმა მოშუშებული კიტეიშვილი სანაკრებო შეხვედრებიდან დაბრუნდა, გასაკვირი იყო "ზალცბურგთან" მისი ძირითად შემადგენლობაში არდაყენება.

25 წლის ფეხბურთელი ამბობს:

"ჩვენ ძალიან გვჭირდება ქულები საჩემპიონო ჯგუფში, რადგან, გვსურს ევროთასებზე გავიდეთ."

krone აღნიშნავს,  რომ ოთარს "ტიროლთან"
დაპირისპირებებში კარგი მოგონობები აკავშირებს:

"მე ორჯერ გავიტანე მათ წინააღმდეგ, მათ შორის ერთხელ კუთხურის შემდეგ თავით" - იხსენებს ნახევარმცველი.

ბოლოს, კიტეიშვილს საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე ჰკითხეს:

"მეტი ქულის მოპოვება შეგვეძლო, სამწუხაროდ, ახლა ცოტა დრო გვქონდა, ივნისში კი ნიდერლანდებსა და რუმინეთთან ამხანაგურებში ეს პრობლემა აღარ დადგება" - ამბობს
კიტეიშვილი.

წყარო: krone

altოთარ კიტეიშვილი: იმედი მაქვს, საბერძნეთთან მიზანს მივაღწევთ


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული