ყველა ქართველმა ითამაშა - "როტორი" ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურის დასკვნით მატჩში ქართველების "როტორი" მოსკოვში 0:2 დამარცხდა ცსკა-სთან.

ვოლგოგრადულ გუნდს ტრავმამორჩენილი ზურიკო დავითაშვილი დაუბრუნდა, რომელიც მწვრთნელმა იური ბატურენკომ საბა კვირკველიასთან ერთად ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიშის გახსნა კი სტუმრებს შეეძლოთ, როდესაც 29-ე წუთზე დავითაშვილის ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთს არმიელთა მცველი ფერნანდესი გადაეღობა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ აქტიურმა ეჯუკემ დედაქალაქელები დააწინაურა.

მეორე ტაიმი პირველი ტაიმის სცენარით გაგრძელ
და. მე-60 წუთზე ზურიკო ნიკა ყიფიანმა შეცვალა, ხოლო 70-ე წუთზე რონდონმა ვოლგოგრადელებს მეორე გოლი გაუტანა და შეხვედრის ბედიც გადაწყდა. გიორგი არაბიძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ცსკა-ში 64-ე წუთამდე ითამაშა კონსტანტინე მარადიშვილმა.

"როტორმა" მიჯრით მეოთხე მარცხი განიცადა, 18 ქულით მე-14 ადგილზეა და 17 აპრილს მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
დავითაშვილი თავიდან ხვიჩაზე კარგად გამოიყურებოდა და მერე ერთ ადგილზე გაჩერდა. პროგრესი არ აქვს, რაღაცას ფაფხურობს და არაფეი გამოსდის. დრო კი გარბის.
სულეიმანი
00:26 13-04-2021
1
ერთად გადავიდნენ რუბინში ზურიკო და ხვიჩა მე პირადად ზურიკოსგან უფრო მეტს ველოდი ვიდრე ხვიჩასგან მაგრამ მართლა იმედგაცრუებული ვარ გაცილებით მეტს ველოდი ამ სეზონში მისგან 17 თამაში შემტევი ნახევარმცველი რომელიც თითქმის სულ ძირითადში თამაშობს ვერც გოლი გაიტანა ვერც საგოლე გადაცემა ვერ გაკეთა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ერთ დონეზე გაიყინა განსხვავებით ხვიჩასგან რომელიც თამაშიდან თამაშამდე უმატებს იმედი მაქვს დარჩენილ შეხვედრებში მაინც გამოიჩენს თავს წარმატებები დავითაშვილს.
ზურა
00:00 13-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული