მიქაუტაძის ჩინებული პერსპექტივა - საფრანგეთის ლიგა 1 ან ბელგიის პირველი დივიზიონი

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის გოლით "სერენმა" გასულ კვირას "დაინცეს" 1:0 სძლია და ვინაიდან უახლოესი მდევარი "ლომელი" ლიდერ "უნიონთან" დამარცხდა, მეორე ადგილი გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი-ოფის საგზურს დაეუფლა და პირველ დივიზიონში გადასასვლელად ამ ლიგაში მე-17 ადგილზე გასულ გუნდს ორრაუნდიან ბრძოლაში დაუპირისპირდება.

"სერენს" ჩემპიონატზე ორი შეხვედრა აქვს დარჩენილი - 17 აპრილს "ლიერსთან" და 24 აპრილს თავად "ლომელთან", თუმცა ამ თამაშებს უკვე არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს და შეუძლია პლეი-ოფისთვის მშვიდად მოსამზადებლად გამოიყენოს.

მოკლედ, 25-წლიანი პაუზის შემდეგ "სერენს" ელიტაში დაბრუნების შანსი გაუჩნდა, რაც
მიქაუტაძის დიდი დამსახურებაც გახლავთ, რომელიც თავის გუნდს 19 გოლით შეეწია და დენიზ ვანზეირთან (უნიონი) ერთად ტურნირის ბომბარდირია.

გიორგი "მეცის" საკუთრებაა, "სერენში" იჯარის წესით თამაშობს და შესანიშნავი პერსპექტივა გააჩნია - ან ფრანგული კლუბი დაიბრუნებს, ან შესაძლოა, ბელგიის პირველ დივიზიონში იასპარეზოს. თავისი ასაკისა და მონაცემების გათვალისწინებით კი, შეუძლია კარგი კარიერა გაიკეთოს და საქართველოს ნაკრებსაც ჯეროვნად გამოადგეს.

alt"მას ნამდვილი ბომბარდირობის ყველა ნიშანი აქვს..." - ბელგიური პრესა მიქაუტაძის სუპერ გოლს გამოეხმაურა

altმიქაუტაძე დაბრუნდა, კუთხურის ხაზიდან გაიტანა და გუნდს მოაგებინა [VIDEO]

 

altბედნიერია, რომ აცვია საქართველოს ფორმა - ბელგიური პრესა მიქაუტაძეზე

alt"რომელი ჰოლანდიური კლუბის ლეგენდაა ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია? სახალისო ბლიცი გიორგი მიქაუტაძესთან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემი აზრით სერენი თუ შეძლებს და გადავა ბელგის უმაღლესში მიქაუტაძე უნდა დარჩეს კიდევ ერთი სეზონი სერენში და რატომ პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ამ სერენის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია სულ ძირითადშია ბელგის უმაღლეს ლიგასადა ბელგის მეორე ლიგას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა კლასით, ბელგის უმაღლესი ბევრად უფრო მაღლაა დონით ვიდრე ბელგის მე 2 ლიგაა.
მიქაუტაძეს ბელგის უმაღლესში თამაში დაეხმარება პროგსში და განვითარებაში, რომ ტოპ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს.
რაც შეეხება მეცს მეცი არის საფრანგეთის ლიგა 1 ტრადიციული გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატი ბელგის ჩემპიონატზე მაღალი დონეა არამგონია, რომ ბელგის მე 2 ლიგიდან მისულმა ფეხბურთელმა მეცში ბევრი სათამაშო დრო მიიღოს (მიუხედავად მისი შედეგებისა) მითუმეტეს იმ კონკურენცის ფონზე რაც არის მეცში,ჰყავთ ფიზიკურად ძლიერი აფრიკელი ფორვარდები, რომლებთანაც ახლა კონკურენცია ძალიან გაუჭირდება რაც არ უნდა იყოს მან თავი ბელგის მე 2 ლიგაში გამოიჩნა და არაა უმაღლესში, მე 2 ლიგა მაინც მე 2 ლიგა, ეს ხომ არ არის ჩემპიონშიპი ანდაც სეგუნდა დივიზიონი სადაც კარგი გუნდები არიან, ბელგის მე ლიგაა, რომელიც ზოგიერთის აზრით სამოყვარულო დონეაა რასაც მე არ ვეთახმები საშუალოზე დაბალი დონეა მარა სამოყვარულო ნამდვილად არ არის.
თუმცა ბელგის უმაღლესშიც ასეთივე ან ამის ნახევარი შედეგი მაინც ექნება რაც ახლა აქვს და შემდეგ დაბრუნდება მეცში მაშინ უკვე გარანტირებულად მიიღებს სათამაშო დროს.
ზურა
01:31 13-04-2021
1
ესეიგი ჟორჟიკამ უბანძესი სიენი თუ რაც არის ? ლამის მარტომ გაიყვანა ფლეიოფში და თითქოს არაფერი ,ეს რომ ქართველს ექნა რუსეთში ? ეხლა იქნებოდა ტოპ ვარსკვლავი და საერთოდ გმირი , ხვიჩა ძალიან მიყვარს , ძალიან კარგი ფეხბურთელია მაგრამ რუსეთში გადაჭარბებული სენტიმენტები იციან რა ,ასე არ შეიძლება ფეხბურთელს აკომპლექსებენ .
-აბა წინ სულ რაღაცა ოთხი მცველი უდგას ,აბა თუ მოატყუებს ყველას და მერე ეფექტურად თუ გაიტანს ?
-ო დღეს დიდებული იყო ,აბა ხვალ ექვს ფეხბურთელს თუ მოატყუებს და ბოლოში გოლის მერე მწვადს თუ შეწვავს ?
რავიცი რა ჯობია ყველა თვითონ გადაწყვეტს , მაგრამ ისე მგონი სანამ ჩემპიონთა ლიგას არ მოიგებ მაინც არ ღირს გაზვიადებული საუბარი .
დევკალიონი
01:12 13-04-2021
9

სიახლეები პოპულარული