მიქაუტაძისა და ვოლკოვის შემდეგ ნაკრებში დებიუტს კიდევ ერთი ფორვარდი ელოდება...

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები ყოველთვის ინტერესით ეცნობიან ინფორმაციას იმ ლეგიონერებზე, რომლებიც, პოტენციურად, ვილი სანიოლის გუნდს გამოადგებიან. ფრანგი სპეციალისტი დებიუტანტებს თამამად ეყრდნობა.

გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი წიტაიშვილის შემთხვევები გვაიმედებს, რომ მომავალში საქართველოს ნაკრებს უცხოური პასპორტის მქონე სხვა ნიჭიერი ქართველებიც გააძლიერებენ. მეორე მხრივ კი, არიან ფეხბურთელები, რომელთაც სანიოლის გუნდის ღირსების დაცვა დღესვე შეუძლიათ...

უკრაინის პრემიერლიგა, შესაძლოა, ძველებურად ძლიერი არაა, მაგრამ გარკვეულ თამასას მუდმივად ინარჩუნებს, ქვეყანას ხომ ორი სახელოვანი კლუბი ჰყავს. ამ ჩემპიონატში ბევრი გოლი ნამდვილად არ გადის, ნიკა სიჭინავამ კი, რომელიც გასულ სეზონში უკრაინული "ინგულეცის"
ღირსებას იცავდა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სიჭინავა მოქნილი ფორვარდია, რომელსაც შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. იგი საკმაოდ სწრაფია, ორივე ფეხით ძლიერად ურტყამს.

ქართველი შემტევისგან მშვენიერი გოლებიც გვინახავს - მაკრატელები, შორეული გასროლები. სიჭინავა "ინგულეცთან" ერთად უკრაინის პრემიერლიგაში პირველი ლიგიდან აღზევდა, სადაც 17 გოლი გაიტანა და 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მისით კიევის "დინამოც" კი იყო დაინტერესებული, მაგრამ ელიტაში დაწინაურებული "ინგულეცი" მთავარ შემტევ ძალას არ შეელია. შემდეგ "კოლოსის" მოთამაშე გახდა, სადაც ჯერჯერობით 1 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვს.

უცხოეთში კარიერის გაგრძელებამდე სიჭინავა ფოთის "კოლხეთსა" და "ვიტ-ჯორჯიას" რიგებში თამაშობდა, ფეხბურთის თამაში კი თურქეთში დაიწყო... უკრაინაში გადასვლის შემდეგ ძალიან მოუმატა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უკვე რამდენიმე ფორვარდი გამოსცადა, თუმცა, გიორგი მიქაუტაძისა და დავით ვოლკოვის გარდა, სხვების თამაშით ნაკლებად კმაყოფილი დარჩა.

ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ნიკა სიჭინავას კარიერა და დაიმსახურებს თუ არა ფრანგი სპეციალისტის ყურადღებას.

altქართველი ფორვარდი გაცილებით ამბიციურ კლუბსა და ევროტურნირზე ითამაშებს


alt"სტანდარტულებს რომ ვასრულებდე, უფრო მეტს გავიტანდი" - ნიკა სიჭინავა სიმბოლურ ნაკრებშია

 

მკითხველის კომენტარები / 16 /
5 გოლი შეიძლება ფორვარდისთვის ძალიან ცოტა მოგეჩვენოთ, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე სეზონის ბომბარდირს სულ რაღაც 10 გოლი აქვს გატანილი. თან "ინგულეცი" ძალიან სუსტი გუნდია და ზოგადად ცოტა საგოლე შანს ქმნის. 20 გოლი აქვთ გატანილი 21 თამაშში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნამდვილად ღირს რომ სიჭინავას ყურადღება მიაქციონ. კიევის "დინამოს" დაინტერესებაც ბევრ რამეზე მეტყველებს..
ს ა ბ ა
15:34 13-04-2021
5
ნუ ეხლა მიქაუტაძე მარტო ხომ არ იქნება და ღირს ამ ბიჭზე ჩემის აზრით შანსის მიცემა, ზივზივაძეზე, ქვილითაიაზე, კაჭარავაზე მეტს რას გააფუჭებს
llcl
16:38 16-06-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული