ქართველი ფორვარდი გაცილებით ამბიციურ კლუბსა და ევროტურნირზე ითამაშებს

AutoSharing Option
26 წლის ქართველი ფორვარდი ნიკა სიჭინავა, რომელიც უკრაინის პრემიერლიგის გასულ სეზონში "ინგულეცის" რიგებში გამოდიოდა, ამავე ჩემპიონატის გაცილებით ამბიციურ კლუბ "კოლოსში" იასპარეზებს.

სიჭინავამ, რომელმაც კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, გასულ სეზონში 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

ქართველის ახალი კლუბი ახლად შექმნილ კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს, რადგანაც უკრაინის ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

2020-21 წლების სეზონზე "კოლოსიდან" ყველაზე მეტი გოლი ვეტერანმა უკრაინელებმა, 33 წლის ვლადიმირ ლისენკომ და 35 წლის იევგენ სელეზნიოვმა გაიტანეს - ხუთ-ხუთი.

საქართველოს ნაკრების პოტენციურ წევრს ახალი კლუბის ძირითად
შემადგენლობაში დამკვიდრების კარგი შანსი აქვს.

წყარო: "კოლოსის" "ფეისბუქგვერდი"

altსიჭინავამ "ინგულეცი" დატოვა და ახალ გუნდში გადავა

alt"სტანდარტულებს რომ ვასრულებდე, უფრო მეტს გავიტანდი" - ნიკა სიჭინავა სიმბოლურ ნაკრებშია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული