დაუშვილის გაძევების მიუხედავად, "ანორთოსისმა" ფინალისკენ ნაბიჯი გადადგა

AutoSharing Option
კვიპროსის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ქართველების "ანორთოსისმა" ლარნაკაში "აპოელი" 1:0 დაამარცხა.

"ანორთოსისს" ჩემპიონატზე სამეულში მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს და ევროტურნირებზე გასვლა მხოლოდ თასის მოპოვების შემთხვევაში შეუძლია. ამდენად, თემურ ქეცბაიას გუნდისთვის ტურნირზე გამარჯვება მნიშვნელოვანია.

ქეცბაიამ გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მე-19 წუთზე ფამაგუსტური გუნდი თავდამსხმელმა ნიკოლაოს კალცასმა ლამაზი თავურით დააწინაურა, 54-ე წუთზე კი დაუშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ქეცბაიამ უმალ ტაქტიკური ცვლილება განახორციელა და ქვილითაია მცველით, ოვანეს ამბარცუმიანით შეცვალა, ხოლო 76-ე წუთზე
ოქრიაშვილის ნაცვლად მოედანზე დემეტრის ხრისტოფი შეუშვა.

მიუხედავად ლამის მთელი მეორე ტაიმი რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნისა, "ანორთოსისმა" გამარჯვება მოიპოვა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 21 აპრილს, ნიქოზიაში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული