კვარაცხელიას გაყიდვის სურვილი არ გვაქვს, დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ", - ამბობს "რუბინის" გენდირექტორი

AutoSharing Option
"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ყაზანური გუნდის ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე დარხეულ სატრანსფერო ხმებზე "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში ისაუბრა.

- დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი "აიაქსთან" მოლაპარაკებაზე გაფრინდა. თქვენ ნიდერლანდური კლუბიდან უკვე დაგიკავშირდნენ?
- ჩვენზე "აიაქსიდან" ჯერ არავინ გამოსულა. რეგლამენტის მიხედვით, ხვიჩას ახლა ვინმესთან რაიმე მოლაპარაკების გამართვა არ შეუძლია. ის "რუბინის" მოთამაშეა, მას გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს.

ვიღაც ხალხი დადის, რაღაცაზე ლაპარაკობენ, ცდილობენ, რომელიმე გუნდი იპოვონ. მე მგონია, მსგავსი საუბრები თავად ხვიჩას და კლუბს ზიანს აყენებს.

- როგორ ვნებს ეს კვარაცხელიას? მასზე
რაიმე ზეწოლა ხორციელდება?
- ალბათ, ის ამას მაინც კითხულობს. ის ხედავს, რომ ვიღაც "აიაქსი" მისით დაინტერესდა. შესაძლოა, ვიღაც ამ ჭორებს უყვება. ახალგაზრდა ბიჭია და ეს ჯერ მას ზიანს აყენებს.

მე მგონია, მას თამაშზე კონცენტრირება და იმის კეთება მართებს, რაც მოსწონს. თუმცა ხვიჩა ძალიან ჩართულია ფეხბურთში. ამიტომ შეიძლება მთელი ეს საუბრები მასზე არ მოქმედებს. უბრალოდ, მიდის რაღაც ხმაური, რომელიც არავის არ სჭირდება. მოგვბეზრდა უკვე.

- მაინც რა ელის ხვიჩას?
- ჩვენ მისი გაყიდვის არავითარი სურვილი არ გვაქვს. მეტიც, გვსურს "რუბინში" დიდხანს შევინარჩუნოთ, შევუქმნათ კარგი პირობები, შევთავაზოთ რაღაც ბონუსები. მოკლედ, ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენთან ყოფნა მისთვის კომფორტული იყოს. და საერთოდ, იქნებ მართლაც უღირდეს ჩვენთან რაც შეიძლება დიდხანს ყოფნა.

- შეიძინოს გამოცდილება და მიიღოს სათამაშო პრაქტიკა?
- რა თქმა უნდა, მით უმეტეს, სლუცკის ბევრი რამ შეუძლია მისცეს. დიდ გუნდში ხვიჩას ასეთი ყურადღებით შეიძლება არ მოეკიდონ, როგორც "რუბინში".

მკითხველის კომენტარები / 15 /
იმედია უბრალოდ მეტი ფულის გასაკეთებლად ლაპარაკობს ასე
თორნიკე
22:30 14-04-2021
2
ვისაც რა უნდა ის თქვას... ხვიჩა წინ მიიწევს და საქართველოს გაახარებს
ირაკლი
23:01 14-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული