გაგნიძეს "იუვენტუსი" და სხვა იტალიური კლუბები აკვირდებიან

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის საიტზე წერს, რომ თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველ ლუკა გაგნიძეს ბევრი დიდი კლუბი და მათ შორის, "იუვენტუსი" აკვირდება.

გაგნიძე 18 წლისაა და უკვე ევროპის დიდი კლუბების თვალთახედვის არეში მოექცა

"მას უკვე იტალიიდან აკვირდებიან, სკაუტები საქართველოში გააგზავნეს. ქართული ფეხბურთი დიდ პროგრესს განიცდის: ბევრმა იქაურმა ფეხბურთელმა ყურადღება დაიმსახურა და ესენი სრულიადაც არ არიან მეორე დონის კლუბები. თავად განსაჯეთ: "იუვენტუსმა", "მანჩესტერ სიტიმ","ბარსელონამ" და სხვა კლუბებმა საქართველოში აკადემიები დააარსეს. ეს წვრილმანი როდია და ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ლუკა გაგნიძეა,
ცდილობს, ეს გამოიყენოს.

ვინ არის ის: 2003 წელს დაბდებული ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც არც ისე მაღალია (175 სმ), ფიზიკური მომზადებით არ გამოირჩევა, მაგრამ თამაშს კარგად კითხულობს, რაც ისეთ დიდ გუნდში გამოავლინა, როგორიც თბილისის "დინამოა". მიმდინარე ჩემპიონატზე 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამას ბევრი ხედავს. ის იტალიაში გასულ წელს "იუვენტუსმა" შეამჩნია. ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ, მაგრამ "ბიანკონერის" და სერია A-ს სხვა გუნდების სკაუტების სიაშია. გაგნიძემ იცის, რომ კარგი პოტენციალი გააჩნია, ისევე, როგორც არაერთ ქართველ ფეხბურთელს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
არ გააკაროთ რუსეთს!!!
გენა
15 აპრილი 2021 22:28
10
ჯერ ხვიჩაზე არ იყო საკმარისი კიდე ერთი საბაბი მიეცათ ჭორაობის ჯერ იმაზემოიხადეთ ბოდიში პორტო პორტო და თურმე არც კი დაინტერესებულან პორტოში :)
ნოდო
15 აპრილი 2021 22:04
13
აბა სადაა მაგათი აკადემიები.
dsag
15 აპრილი 2021 22:35
4
ასეთ სტატია უარყოფითად რატომ უნდა შეაფასო? რამე ფეიკი ხომ არ მოუგონიათ?. ამ ჟურნალისტმა ბევრი რამე იცის ხოლმე წინასწარ მათშორის კრიშტიანოს გადასვლა იუვეში და პოგბას წასვლა მანჩესტერში.
ექსპერტი
16 აპრილი 2021 09:50
6
საგარეჯოს გარეჯი აკვირდება
გენა
16 აპრილი 2021 08:37
8
უკვე ეს სასაცილოც აღარ არის რა!!! ეხლა გამოჩნდა დინამოში, ჩანს რომ იმედისმომცემი ფეხბურთელია, არც კლუბში და არც ნაკრებში დიდი ღირებული ჯერ არ შეუქმნია და უცბად იტალიელები აკვირდებიან. ვაცალოთ განვითარება. იმედია განვითარდება და ამ მისი სახით ეროვნულ ნაკრები გაძლიერდება. ნინუას რაც დაემართა ძალიან ცუდია, რომ დინამოში რომ დარჩენილიყო ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახებდნენ და მეტი პერსპექტივა ექნებოდა.
zaza
16 აპრილი 2021 14:36
0
ჯემალიე რო ლამარას აკვირდებოდა, პრესი არ უვარგა და პერედოკი აქვს დავარდნილიო. ესეა ესეც.
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
16 აპრილი 2021 12:17
3
გესიზმრებათ ხოლმე ეგეთი ინფორმაციები?!...
ბარსელონას, ბაიერნს და რეალს არ უნდათ?...
buba
16 აპრილი 2021 08:26
8
შანსი არაა რაის იუვე, ფიფიას სიტყვა აქ მიცემული გენტში პირდაპირ.DDDDDDDD
hhh
15 აპრილი 2021 22:33
3
იუვეს ამბავი ეხლა გავიგე ისე რომა და ატალანტა აკვირდება. ესპანეთიდანაც!
beqa
15 აპრილი 2021 22:11
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული