გაგნიძეს "იუვენტუსი" და სხვა იტალიური კლუბები აკვირდებიან

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის საიტზე წერს, რომ თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველ ლუკა გაგნიძეს ბევრი დიდი კლუბი და მათ შორის, "იუვენტუსი" აკვირდება.

გაგნიძე 18 წლისაა და უკვე ევროპის დიდი კლუბების თვალთახედვის არეში მოექცა

"მას უკვე იტალიიდან აკვირდებიან, სკაუტები საქართველოში გააგზავნეს. ქართული ფეხბურთი დიდ პროგრესს განიცდის: ბევრმა იქაურმა ფეხბურთელმა ყურადღება დაიმსახურა და ესენი სრულიადაც არ არიან მეორე დონის კლუბები. თავად განსაჯეთ: "იუვენტუსმა", "მანჩესტერ სიტიმ","ბარსელონამ" და სხვა კლუბებმა საქართველოში აკადემიები დააარსეს. ეს წვრილმანი როდია და ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ლუკა გაგნიძეა,
ცდილობს, ეს გამოიყენოს.

ვინ არის ის: 2003 წელს დაბდებული ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც არც ისე მაღალია (175 სმ), ფიზიკური მომზადებით არ გამოირჩევა, მაგრამ თამაშს კარგად კითხულობს, რაც ისეთ დიდ გუნდში გამოავლინა, როგორიც თბილისის "დინამოა". მიმდინარე ჩემპიონატზე 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამას ბევრი ხედავს. ის იტალიაში გასულ წელს "იუვენტუსმა" შეამჩნია. ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ, მაგრამ "ბიანკონერის" და სერია A-ს სხვა გუნდების სკაუტების სიაშია. გაგნიძემ იცის, რომ კარგი პოტენციალი გააჩნია, ისევე, როგორც არაერთ ქართველ ფეხბურთელს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
რონალდუს შემცვლელი უპოვიათ))
Gengeza
16 აპრილი 2021 09:24
9
იქნებ ლინკი დადოთ სად წერს? მე ვერ ვიპოვე
კახა
16 აპრილი 2021 08:15
1
ალბანელმა ტარემ კარიერა დაასრულა დარჩა იტალიაში და უამრავი ალბანელი ფეხბურთელი ჩაიყვანა იტალიაში. შედეგი - ალბანეთის ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. კალაძემაც იტალიაში დაასრულა კარიერა მარა ჩამოვიდა საქართველოში და გახდა "ღუბერნატორი."
Facti
17 აპრილი 2021 05:58
1
გაგნიძე მომწონს ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა მისთვის გრანდების შერჩევა,ხოლო თუ დუბლებზეა საუბარი და არის ამის შესაძლებლობა, რომ ივენტუსის დუბლებში გადავიდეს ეს შესაძლებლობა ვფიქრობ უნდა გამოიყენოს, რადგან ამ ასაკში ივენტუსის დუბლებში თამაში ქართველი ახალგაზრდისთვის უკვე მიჰწევაა იქ 1-2 წელი და მერე შეიძლება მთავარ გუნდშიც მოქცენ შანსი თუ დაიმსახურებ იშრომებ და მწვრთნელებს თავს მოაწონებ.
გარდა მაგისა იქ გაცილებით მაღალი დონის მწვრთნელები არიან, როგორც ტაქტიკური ფიზიკური მომზადების კუთხით და ექნება განვითარების მეტი პერსპექტივა თუ ივენტუსში ძირითად გუნდში არ მოგეცაა შანსი სხვა კლუბი დაგინახავს და წაგიყვანს ასე, რომ თუ არის ინტერესი უნდა წავიდეს მთავარია ნიჭი რაც აქვს პლიუს შრომა თავდაუზოგავი შრომა.
გელა
16 აპრილი 2021 01:25
1
კალაძე იტალიაში მარტო შმოტკებისთვის ჩადის. ეს ისე, ხუმრობით. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ქართველს უპროტეჟო, თან ნაცნობ გარემოში. ალბათ ამიტომ იკავებს თავს. მე ასე ვფიქრობ.
!!!
17 აპრილი 2021 17:41
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული