რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ კვლავ მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს დიდი ხნით ჩამოშორდა, რასაც ბელგიური პრესა გამოეხმაურა.
"ოდესმე დაბრუნდება გიორგი ჩაკვეტაძე? ჩვენ ამ შეკითხვის დასმა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უკვე შეგვიძლია. ქართველი შემტევი მწყობრში არც თუ ისე ხშირადაა და მწვრთნელ ჰაინ ვანზენბრუკს ჩვენთვის ძალიან ცუდი სიახლეები აქვს.
გთავაზობთ თუ რას ამბობს ჰაინი გიორგი ჩაკვეტაძეზე:
"ჩვენ ჩაკვეტაძე მყესის გაწყვეტის გამო დიდი ხნით დავკარგეთ. გიორგი საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა მას წლები დააკარგვინა" - განაცხადა მწვრთნელმა.
წყარო: voetbalnieuws
გიორგი ჩაკვეტაძე?..." - ბელგიური პრესა ქართველის მორიგ ტრავმას ეხმაურება" style="height: 50px; width: 50px;" />გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო კვლავ დიდი პერიოდი გაუცდება
12:51 17-04-2021
"ოდესმე დაბრუნდება გიორგი ჩაკვეტაძე?..." - ბელგიური პრესა ქართველის მორიგ ტრავმას ეხმაურება
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
Გიორგი ჩემი აზრით ახლა უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ნოლიდან დაიწყოს ყველაფერი-აქ არ ექნება ისეთი დატვირთვები,ბიჭებიც უფრო მოუფრთხილდებიან ვარჯიშის თუ თამაშის დროს და შევა ფორმაში ჩვენი იმედი და უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.
Არდა ახლა რო სჭირდება ჩაკვეტაძე ქართულ ფეხბურთს ჩემი აზრით ასე არასოდეს დასჭირვებია. Იქით ჩვენი ბრილიანტი ხვიჩა,აქეთ ჩაკვეტაძე,მიქაუტაძე,მამარდაშვილი,ნინუა შევა ფორმაში,მწვრთნელი გვიჩანს მიმწოლი და იქნება ჩვენ ქუჩაზეს ვიხილოთ გაზაფხული.
Მალე გამოჯანმრთელებას უსურვებ ჩაკვეტაძეს!
ჩვენ კი მაგიტომაც გვაქვს მაჩანჩალა ჩემპიონატი არაკვალიფიციური მწვრთნელები ნული დისციპლინა და ფიზმომზადება ნულის დონეზეც კი არ გვაქვს უფრო ქვევით, მინუსებშია, სწორედ მაგიტომაა ევროპაში წავლენ ბიჭები და მიუჩვეველი კუნთები გიტარის ,,ლარებივით,, წყდებიან. არა და არანაკლებ ტექნიკური და მოაზროვნე მოთამაშეები გვყავს.