მაკარიძის ბრწყინვალე მატჩი და მოგერიებული პენალტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გიორგი მაკარიძემ დიდებული მატჩი ჩაატარა.

მაკარიძის "ალმერიამ" 35-ე ტურში ლიდერ "ესპანიოლთან" საკუთარ მოედანზე ფრეს (1:1) მიაღწია და მოპოვებულ ქულაში ლომის წილი ქართველ მეკარეს მიუძღვის.

ეს დღე კოშმარად გაახსენდება კატალონიური გუნდის თავდამსხმელ რაულ დე ტომასს, რომელსაც მაკარიძემ სამი რთული ბურთი აუღო, 69-ე წუთზე კი მის მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია.

"ალმერია" 61 ქულით მესამე ადგილზეა და 25 აპრილს გასვლაზე "მირანდესს" დაუპირისპირდება.

სეგუნდადან ლა ლიგაში პირდაპირ ორი საუკეთესო გუნდი გადადის, ხოლო კიდევ ოთხს ამის შანსი პლეი-ოფით მიეცემა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე "ალმერია" მეორეადგილოსან "მალიორკას" შვიდი ქულით ჩამორჩება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული