ლორიას ძალიან მაგარი "სეივი" ტურში საუკეთესო იყო - ქართველის იმედი თასზე აქვთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას "ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორიამ კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში მშვენივრად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი "აპოლონთან" 0:2 დამარცხდა.

გიორგიმ ერთ-ერთი ეპიზოდში ურთულესი ბურთი მოიგერია, რომელიც ტურის საუკეთესო "სეივი" გახდა.

"ანორთოსისს" ჩემპიონატიდან ევროთასებზე მოხვედრის შანსები, ფაქტობრივად, აღარ აქვს. ამიტომ ქვეყნის თასზე გამარჯვება თემურ ქეცბაიას გაწვრთნილებისათვის ევროსაგზურის მოპოვების ერთადერთი შესაძლებლობაა.

თასის 1/2-ფინალის პირველი შეხვედრა "ანორთოსისმა" "აპოელთან" 1:0 მოიგო. ხვალ, 21 აპრილს კი, ქართველთა გუნდი განმეორებით შეხვედრას გასვლაზე გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეე, ნაკრების მაიკით შტერდება მარტო
აბა ბიჯო
10:56 21-04-2021
0

სიახლეები პოპულარული