კვეკვესკირის 90 წუთი და მნიშვნელოვანი გამარჯვება

AutoSharing Option
ხუთთამაშიანი მოუგებელი სერიის შემდეგ ნიკა კვეკვესკირისა და ნიკა კაჭარავას "ლეხმა" პოლონეთის ექსტრაკლასში მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია და გდანსკის "ლეხია" 3:0 დაამარცხა. კაჭარავა ტრავმირებულია, კვესკვესკირმა კი ზედიზედ მესამე სრული მატჩი გამართა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისის ხუთწუთიან ინტერვალში "ლეხის" ფეხბურთელებმა ორი გოლი გაიტანეს, რამაც მატჩის ბედი მნიშვნელოვნად გადაწყვიტა...

ამ გამარჯვების შემდეგ ქართველი ლეგიონერების კლუბი 33 ქულით მეცხრე ადგილამდე აღზევდა. მათი გუშინდელი მეტოქე კი ჩემპიონატში მეხუთე პოზიციაზეა. ახლა მათ შორის სხვაობა მხოლოდ 5 ქულაა.

კვეკვესკირისა და კაჭარავას გუნდი უახლოეს შეხვედრას 23 აპრილს
გამართავს, ექსტრაკლასის დასრულებამდე კი სულ ოთხი ტურია დარჩენილი.

altნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში განაგრძობს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული