კვირკველიას მეხუთე ავტოგოლი და "როტორის" 0:6

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში ქართველების "როტორი" პეტერბურგში 0:6 დამარცხდა ლიდერ "ზენიტთან" - ეს ჩემპიონატზე ვოლგოგრადული გუნდის ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია.

საბა კვირკველიამ, ზურიკო დავითაშვილმა და ნიკოლაი ყიფიანმა შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი არაბიძე კი განაცხადში არ იყო.

პირველ ტაიმში სტუმრებმა მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ზედ შესვენებაზე გასვლის წინ განივი გადაცემისას ბრძოლაში კვირკველიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ეს ჩემპიონატზე მისი მეხუთე ავტოგოლია (2 რუბინში, 2 ლოკომოტივში და 1 როტორში). მეორე ტაიმში მასპინძლებმა ზეწოლა გააძლიერეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.

"როტორმა" ზედიზედ მეექვსე მარცხი
განიცადა (საერთო ანგარიში 0:18), 18 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და 1-ელ მაისს "ახმატს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვინმეს გჯერაათ რომ ეს ინგლისის ჩემპიონატის დონის მცველია?როდემდე უნდა იყოთ ზღაპრებში?
Ისე პირადად მე როგორც პიროვნებას ძალიან ვაფასებ:არ უღალატა ადამიანს ვინც წუმპედან ამოიყვანა და რუსეთის საუკეთესო მცველად აქცია ერთ დროს.ყველაფერი არ იყდება და მითუმეტეს კაცობა.მაგარი კაცი ყოფილა საბა!
ბაბუაწვერა
05:12 25-04-2021
0
ლესტერი და წვალება უნდა ეცლა მაგას მოსკოვში აგერ ჩემპიონი გახდა თან საუკეთესო მცველიც რომ იტყვიან ხელის გულზე დაატარებდნენ... ხოდა ურჩიეს ნოუნპუს და იეს ეს ძახილს უკვე მიჩვეული ხარ იდი სუდაპაშ დამოის ხელფასიც არანაკლები გაქ ს ლესტერი ჩემპიონთა ლიგის მომგები არ არის და რაღაგინდა იქ მოსკოვშიცმშვენივრად გრძნობ თავსო და ი დამთავრდა მაგის ამბიცია და მგონი კარიერაც თავი ბეკენბაუერი თუ არა ფერნანდო იერო ან იგნაშევიჩი მაინც მორჩა ფაფუ რა შანსი გაანიავა დიდი ფეხბურთ ნამდვილი ფეხბურთი ენახა თუ რა არი კლუბი გულშემატკივრების მხარდაჭერა ( ენფილდზე საფეხბურთო გარემო ნამდვილი გულშემატკივრები ლივერპოოლ ფორევარ) ბორსშ ბლომად გასინჯავ რა იმედი მქო და ყველაზე სწრაფი ნაკრებშI კარგი ფიზიკური მონაცემები ერტი პასის კულტურა უნდა გესწავლა და საკუტარი გუნდის გაძღOლა ნამდვილი საკაპიტნე კაცი იყავი
კახა
02:28 25-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული